Skip to content

აინ რენდი: რატომ არის სექსი ყოველთვის უფრო სასიამოვნო დახვეწილ ქალთან

ამბობენ რომ სიყვარული ბრმაა, სექსის თემის განხილვა კი ყველა ფილოსოფოსის ძალას აღემატება, მაგრამ სინამდვილეში, მამაკაცის სექსუალური არჩევანი არის შედეგი და ჯამი მისი ფუნდამენტური პრინციპებისა. მითხარით რა მიაჩნია მამაკაცს სექსუალურად მიმზიდველად და მე გეტყვით მთელ მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. მიჩვენეთ ქალბატონი, რომელთანაც მას სძინავს და მე გეტყვით, თუ რამდენად აფასებს იგი საკუთარ თავს.

არ აქვს მნიშვნელობა რა სიყალბე აქვს მას ნასწავლი ეგოიზმის სათნოებაზე, სექსი არის ფუნდამენტურად ყველაზე ეგოისტური საქციელი, ქმედება რომელსაც ვერ განახორციელებ სხვა მოტივით, გარდა საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭებისა.  უბრალოდ სცადეთ, იფიქროთ სექსუალურ აქტზე, როგორც არაეგოისტურ და საქველმოქმედო საქციელზე – მოქმედებაზე, რომელიც შეუძლებელია იყოს საკუთარი თავის დამამცირებელი და შეიძლება მხოლოდ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას ემსახურებოდეს – განაპირობებდეს რწმენას იმისა, რომ იყავი სასურველი სექსუალური პარტნიორი და ღირსი მიღებული სიამოვნებისა.

ეს არის აქტი, რომელიც მამაკაცს აიძულებს სულიერად და ფიზიკურად გაშიშვლდეს და მისდიოს თავის ნამდვილ ეგოს, როგორც საკუთარი ღირებულების სტანდარტს. მამაკაცი ყოველთვის მიმზიდველი იქნება ქალისათვის, თუ იგი საკმარისად აფასებს საკუთარ თავს – ქალის დამორჩილება მას გამოცდილების მიღების, ან მისი მოტყუების, საბოლოდ კი საკუთარი თვითშეფასების ამაღლების საშუალებას მისცემს.

მამაკაცი, რომელიც ამაყია თავისი მაღალი ღირებულებებით, აუცილებლად მოისურვებს ასევე ძალიან დახვეწილ ქალს – ადამიანს რომლითაც აღფრთოვანდება, ყველაზე ძლიერს და რთულად დასაპყრობს, რადგან მხოლოდ ღირსეული ქალის ფლობა მოჰგვრის მას გამარჯვების გრძნობას და არა მფლობელობა უტვინო გოგოსი.

თარგმანი: 4motivi.com