Skip to content

რას ნიშნავს იყო მამაკაცი?! – დედის დამაფიქრებელი წერილი 18 წლის შვილს..

ძვირფასო შვილო,

დღეს შენ უკვე კაცი ხარ, უცნაურია, ხომ? – ბავშვობის შემდეგ, უცებ დიდი ხარ, თუმცა ეს სიმართლეა. შენ შეგიძლია მანქანის მართვა, შეგიძლია იბძოლო და თავი გაწირო სამშობლოსთვის.

თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მანქანის მართვა და ჩხუბი კაცად ვერ გაქცევს. რამდენი ადამიანია, რომელიც, უბრალოდ, დიდი ზომა ფეხსაცმლით დადის, აქვს ალკოჰოლის ლეგალურად ყიდვის უფლება, მაგრამ კაცი არ არის, არამედ – ბიჭი, რომელიც მამაკაცის სხეულით მოძრაობს. მე ვეცდები, გითხრა საკუთარი აზრი, თუ რას ნიშნავს, იყო კაცი; როგორ იცხოვრო, როგორც სრულყოფილმა მამაკაცმა. ამ ყველაფერს პირადად გეტყოდი, დიდი სიამოვნებით, რომ შემეძლოს.
მოდი, ისე დამიჯექი გვერდით, პატარაობისას საკითხავად რომ მომიჯდებოდი-ხოლმე. გახსოვს? დღეს ამბავს მოგიყვები შენ შესახებ, ანუ იმ პიროვნებაზე, რომელსაც შენში ვხედავ.

შენ კაცი გახდები მაშინ, როდესაც თავად გადაწყვეტ.

ძალიან მარტივია, ხომ, ერთი შეხედვით? ეს არ ნიშანავს მამაკაცურ ტანისამოსში გამოწყობას, იმიჯს, წვერს. მაპატიე, მაგრამ კაცის სამოსი არ არსებობს. კაცურობა შინაგანად უნდა მოდიოდეს შენგან.

ამიტომაც, ღრმად ჩაისუნთქე და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტე, რომ ბოლომდე მიყვები იმ ბილიკს, რომელსაც დაისახავ, როდესაც გადაწყვეტ რომ ნამდვილი მამაკაცი იყო.

დიახაც, შენ მეამბოხე უნდა იყო, და ხარ კიდეც!

რაც კი ამ 18 წლის განმავლობაში დამიშლია შენთვის, სწორედ ის ხარ შენ. შენ მეამბოხე ხარ. შენ დიდებისთვის ხარ დაბადებული, იმისათვის, რომ შეცვალო სამყარო. შენში არის ის მარცვალი, რომელიც მეფობას შეესაბამება. კაცობა სწორედ ამ მარცვლების ძიებას ნიშნავს. უნდა გჯეროდეს რომ ისინი არსებობს, უნდა მორწყა, რათა გაღვივდეს. ამას იმიტომ გეუბნები, რომ გიცნობ. მე შეგქმენი შენ. რა თქმა უნდა, ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არაერთი შეცდომა დამიშვია, მაგრამ შენ არ ხარ ერთ-ერთი მათგანი.

შენს აქ ყოფნას თავისი მიზეზი აქვს. კაცობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, აღმოაჩინო ეს მიზეზები და ამით განაგრძო ცხოვრება, მთელი შენი არსებით. არ შეჩერდე მანამ, სანამ გულისცემა არ შეგიჩერდება.

როგორი კაცი უნდა იყო?

ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ის კაცი უნდა იყო, რომელიც შენი შინაგანი სამყაროდან მოდის და უნიკალურ შესაძლებლობებს ამჟღავნებს. იყო ის, რაც ხარ, ნიშნავს, რომ სხვის ბილიკებს არ უნდა კვეთდე. მხარში უნდა ედგე იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგი უნდათ შენთვის. ეს ნიშნავს ბევრი უარის თქმას იმაზე, რაც არ მოგწონს, ბერჯერ დათანხმებას იმაზე, რაც გულში გიდევს, მაშინაც კი, როდესაც გონება ეწინააღმდეგება ამას. ეს ნიშნავს, იცოდე, რომ გონებამ შეიძლება მოგატყუოს, სხეულმა კი – არასდროს.

იყო ის, რაც ხარ, ნიშნავს იყო შენი სამყაროს ადამიანი – თქვა ის, რასაც გააკეთებ და აჩვენო ის ძლიერი გადაწყვეტილებებითა და მოქმედებებით, მიდიოდე ბნელ გვირაბში საკუთარი შესაძლებლობებით. იყო ის, რაც ხარ, ნიშნავს აკეთებდე იმას, რის სისწორესაც გული და სხეული გიკარნახებს. ბიჭები აკეთებენ იმას, რაც მარტივია, კაცები კი იმას, რაც სწორია.

იყავი კარგი კაცი.

კარგი კაცი იცნობს საკუთარ თავს, მან იცის რას წარმოადგენს და რა არის მისი მისია. მან საკუთარი ბნელი მხარეც იცის. კარგი კაცი სხვებს ექცევა ისე, როგორც უნდა,, რომ მოექცნენ მას. აღიარებს შეცდომებს და იცავს საკუთარ ღირებულებებს, როდესაც უტევენ.

კარგმა კაცმა იცის, თუ როგორ უყვარდეს. მას მთელი გულით უყვარს და იცის, რომ დაუცველობა სისუსტეს არ ნიშნავს, არამედ ესეც ძალაა. კარგი კაცი ამბობს სიმართლეს და სხვის სიმართლესაც სიამოვნებით იღებს, რადგან იცის, რომ ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს. კარგი კაცი ბედნიერია, რომ ცხოვრობს და იცის, რომ თავის მაქსიმუმს აკეთებს. ის არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ წარსულის სინანულმა მოიცვას, არამედ – ცხოვრობს მომავლის იმედით, თუმცა აწმყოს ანიჭებს ყველაზე დიდ უპირატესობას. კარგი კაცი ყოველთვის უკეთესობისკენ მიილტვის.

კარგი კაცი დიდებული ადამიანია. სამყაროს კი, სჭირდება ბევრი დიდებული ადამიანი. მე მჯერა, ერთ დღესაც, შენ სწორედ ასეთი იქნები.

სიყვარული უზენაესია.

სიმართლეა, რომ ვერასდროს შეძლებ სხვის შეყვარებას, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს. პირველ ადგილას ყოველთვის სიყვარული დააყენე. საოცარი ქმნილება ხარ, მოკაშკაშე ვარსკვლავი. ეს შენი კოზირი უნდა იყოს, არასდროს დაუხარო თავი სხვებს. ყოველთვის შეახსენე საკუთარ თავს, რომ ხარ ძლიერი, გაქვს საკუთარი ჭეშმარიტება და მიზნები. შეიძლება, ჯერ არ იცოდე, თუ რა არის შენი დანიშნულება. ეს ნორმალურია. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ხომ ამ დანიშნულების პოვნაა.
მე მჯერა, რომ ყველანი ვცხოვრობთ იმისთვის, რათა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. იყავი გულღია და გამოამჟღავნე ის სიყვარული, რაც შენშია. ამით სხვების სიყვარულს დაიმსახურებ. კი, ხანდახან ატკენ სხებს გულს, ზოგჯერ მარტოსულად იგრძნობ თავს, მაგრამ არ შეიზღუდო სიყვარული. კაცი, რომელსაც სიყვარული შეუძლია, უზარმაზარი ძალაა მსოფლიოსთვის. როდესაც გიყვარს მთლიანად, მთელი შენი არსებით, ვეღარაფერი შეგაჩერებს.

რა ხდება მაშინ, როდესაც გეშინია, მოწყენილი ხარ ან გაბრაზებული?

ნამდვილმა მამაკაცმა იცის, რომ ის საკუთარ სამეფოს შეესაბამება. იცის, რომ არ არის კუნძული და ერთადერთი არაა. ნამდვილი მამაკაცი სინათლეს აფრქვევს საკუთარი შიშის ჩრდილებზე. თავს აძლევს მოწყენის უფლებას, როდესაც აქვს მიზეზი. უფლებას აძლევს საკუთარ თავს, დაღონდეს იმის გამო, რაც დაკარგა. მას შეუძლია, საკუთარი ბრაზი გარდაქმნას შემოქმედებით ძალად, რათა მეტად გააფართოოს საკუთარი სამყარო. იცის, რომ ემოციები დიდი ძალაა და მათ მართვა ჭირდება. იცის, რომ ძლიერ ემოციებს აყოლა სისუსტის ნიშანი კი არა, ჭეშმარიტი ძალაა.

ნამდვილი მამაკაცი იმდენად ხალისობს, რამდენადაც შეუძლია. მან იცის, რომ ხალისი მისი პირადი შუქურაა, რომელიც მიზანთან დააახლოებს.

იყავი წამყვანი ძალა საზოგადოებაში.

ნამდვილი მამაკაცი ლიდერია. იპოვე შენი ტომი და დაიცავი ის. ძლიერი მამაკაცის მისია უნდა იყოს იმის დაცვა, რაც საკუთარ თავზე მეტად ღირებულია მისთვის. ის იცავს დაუცველებს, მოქმედებს საკუთარი საზოგადოების გულისცემის მიხედვით. იცის, რომ მის საქციელს ბევრი ადამიანი ხედავს, ამიტომაც ძალიან ფრთხილობს, რათა სხვების ნდობა მოიპოვოს.
ნამდვილი მამაკაცი ტალღის მწვერვალზეა. იცის, რომ ყველა უყურებს და მის საქციელს სხვებიც იმეორებენ. ის არის ცვლილება, რომლის ნახვაც სურს მსოფლიოს და ლიდერობს, რათა სხვებმაც მიბაძონ.

პატივი ეცი ღმერთს შენში.

მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ღვთაებრივი ნაპერწკლები ვართ. გახსოვდეს, რომ სიწმინდე, რაც შენშია, საკუთარ ნატვრის თვლად უნდა აქციო. ის შენი შინაგანი გზამკვლევია. სიწმინდე არის სინათლე, რომელიც მომავალს გაგინათებს.

ღმერთი არის შენში. მე მას ვხედავ. იცოდე, რომ იგი არსებობს და გაჭირვებისას ყოველთვის ახსენე მისი სახელი. გახსოვდეს, რომ შენშია ის ნაპერწკალი, რომელიც არასდროს ჩაქრება.

მე მჯერა შენი, შვილო. მჯერა შენი გულის, სიბრძნისა და გაბმედაობის. მჯერა იმ ბილიკის, რომელიც უნდა განვლო. მზესავით მიყვარხარ და ძალიან მეამაყება ის ბიჭი, რომელიც მყავხარ და კაცი, რომელიც იქნები – კარგი, დიდებული მამაკაცი. ეს იწყება დღეიდან, შენ ჭირდები სამყაროს.

სიყარულით,

დედა