ჩემო ძვირფასო მეგობარო!
ამ პოსტში მინდა არამხოლოდ გაგიზიარო ერთი საინტერესო მოსაზრება, არამედ, მოგიყვე რეალური ამბავი, რომელიც, ვიმედოვნებ, დაგაფიქრებს და გაგახალისებს კიდეც, ამიტომ გთხოვ, კომფორტულად მოეწყვე და იმოგზაურე ჩემთან ერთად, პოსტის ბოლომდე <3 :)) !
“რასაცა გასცემ – შენია?!” – აფორიზმის ეს ფრაგმენტი ყოველთვის იწვევდა პროტესტს ჩემ გარშემო: – რა დროს გაცემაა?! მე მინდა აქეთ მივიღო! როგორ შეიძლება ჩემი იყოს ის, რასაც გავცემ, ანუ რაც შენი აღარ არის?! :)))
რა იმალება ამ აფორიზმში (“რასაცა გასცემ, შენია, რასც არა – დაკარგულია!”)?!
რატომღაც, ადამიანებს გვგონია, რომ სამყარო რაღაცით ვალდებულია ჩვენ მომართ… არ გვეზარება თხოვნა, მოთხოვნა, წუწუნი, მოთქმა, გოდება, რომ:
“ცხოვრება ასეთი უსამართლო და მუხანათია”,
“ყველაფერი არაა ისე, როგორც შენ გინდა”,
“რა ვქნა – ასეთი ვარ”,
“ველოდები უკეთეს მომავალს!”
“იქნებ, გამიმართლოს!”
სამყარო ყველაზე სამართლიანად არის მოწყობილი, ის გაძლევს იმას (და იმაზე მეტსაც!), რასაც, სინამდვილეში, ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში გაცემა-მიღებაზე არის დამოკიდებული… ბევრი გამიპროტესტებს – მე სულ სხვებზე ვზრუნავ, მე ამას ვაკეთებ, მე იმას ვაკეთებ… მაგრამ… მაგრამ, იყავი გულახდილი – “გაცემაში” იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც უანგაროდ აკეთებ… ვიცი, ამასაც გამიპროტესტებ, მაგრამ ძალიან ხშირად ადამიანები, უბრალოდ, არ უტყდებიან საკუთარ თავსაც კი, რომ გულის სიღრმეში ყოველ გაკეთებულ სიკეთეზე სანაცვლოს მოელიან:
“- მე იმდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული…” – თითქოს, სამყარო სავაჭრო ერთი დიდი სავაჭრო ცენტრია და ღმერთი კიდევ მოლარე-ოპერატორი! უკაცრავად, უტრირებისთვის, მაგრამ რა მომენტშიც თავს დაანებებ სამყაროსთან ვაჭრობას – “მე ხომ ეს გავაკეთე, ე.ი. ეს უნდა მომეცეს”, გაცილებით უკეთ იგრძნობ თავს…
მე, პირადად, ალბათ, უმადურობის ყველა ინსტანცია გავლილი მაქვს და კიდევ ბევრიც გასავლელი მაქვს, მაგრამ მე ჩემს პოსტებს შენთვის ვწერ იმიტომ, რომ მინდა თავი ბედნიერად და ღირსეულად იგრძნო, მინდა, დაინახო, რომ ვიღაც ზრუნავს შენზე, ვიღაცას შენთვის კარგი უნდა და მე ამას უბრალოდ ვაკეთებ… მე ამას ვწერდი მაშინაც, როდესაც არავინ კითხულობდა და ახლაც, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ეცნობა ჩემს პოსტებს… მე ამას, უბრალოდ, ვაკეთებ, იმიტომ, რომ მე ეს მსიამოვნებს…
როდესაც ამ საყვარელ საიტზე ჩემი პოსტების გამოქვეყნება დავიწყე, არ მიფიქრია, რომ ამდენი მადლიერი ადამიანის წერილს მივიღებდი ყოველდღიურად, ამდენ კითხვაზე გავცემდი პასუხს, რჩევას, კონსულტაციას, გავიცნობდი ამდენ ადამიანს…
როდესაც იწყებ წინასწარ შედეგზე ფიქრს, კარგავ პროცესით მიღებულ სიამოვნებას!
რატომ მოგიყევი ჩემზე? მე გავეცი და გავცემ დადებით მუხტს… ამას ვაკეთებ, უბრალოდ, ძალდაუტანებლად… სამყაროსთვის ეს არის სიგნალი, სწორად შესული ენერგია და ის ამისთვის ყოველთვის მიბრუნებს საპასუხოდ უზარმაზარ სიკეთეს, რისთვისაც ძალიან ძალიან ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ჩემი აზრით ის, რომ ახლა შენ ჩემს პოსტს კითხულობ, ჩემთვის უკვე საჩუქარია!!!
საბედნიეროდ, ჩემს მკითხველებს შორის მრავლად არიან გულისხმიერი ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ მადლიერება მხოლოდ სიტყვა არ არის, მადლიერება მოქმედებაა და როდესაც შენ რაღაცას იღებ, საპასუხოდ აუცილებლად უნდა გასცე და როდესაც რაღაცას გასცემ, აუცილებლად, აუცილებლად დაგიბრუნდება კარგიც და სამწუხაროდ, ცუდიც!!!
ახლა კი დაპირებული რეალური ამბავი იმაზე, თუ რა შეიძლება “მიიღო”, როდესაც უკანმოუხედავად “გასცემ”…
გადარეული მარტის ერთერთ თბილ მზიან დილას, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავედი, რათა მორიგი ლექცია ჩამეტარებინა, შემომდის ზარი…
მირეკავს ერთერთი მკითხველი, რომლისთვისაც არ მიმიცია ჩემი ტელეფონის ნომერი! აღმოჩნდა, რომ ის უკვე იმ ბიზნესცენტრშია, იმ ოფისში, სადაც მე ვსაქმიანობ ხოლმე, მოძებნა ჩემი სამუშაო ადგილი… მერე რა, რომ არ დავხვდი, როგორღაც, “აიძულა” ჩემი უახლოესი მეგობარი მისივე ნებით მისცა ჩემი საკონტაქტო ნომერი (ამას მერე ჩემი მეგობარი ხალისით მიყვებოდა) :))) …
ზარი მოულოდნელი იყო, ცოტათი უდროოც, რადგან ეს ესაა, უნდა დამეწყო მეცადინეობა და არ გავუმხილე ჩემი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ, თუ რომელ კორპუსში, რომელ აუდიტორიაში ვიყავი… ვუთხარი – რადგან ასეთი მონდომებული ხარ, სტუ-ს მრავალრიცხოვანი კორპუსების ლაბირინთებშიც მიპოვნითქო :))))) !
სტუდენტები შემოდიოდნენ, ამიტომ საჩქაროდ გავთიშე ტელეფონი და რამდენიმე წუთში დამავიწყდა კიდეც ეს საუბარი…
გავიდა, დაახლოებით, 45 წუთი…
სტუდენტები თავისთვის ამოცანებს წერენ, მე ვზივარ მაგიდასთან და რაღაცას ვწერ, მოულოდნელად ამოვიხედე და ვხედავ, ვიღაც მადგას თავზე, საჩუქრით…
გამოიცანი, ვინ იყო :)))…
მოულოდნელად, დაბარებულივით, მამაჩემიც იმ აუდიტორიაში აღმოჩნდა ზუსტად იმ დროს :)))))) …(ბრაზილიაა, გეუბნები, რა :)))) )…
ჩემმა გადარეულმა მკითხველმა მადლობა გადამიხადა ჩემი პოსტების გამო, გადმომცა საჩუქარი და მამაჩემის თანდასწრებით კარგად შემამკო, თუ როგორი საამაყო და ნიჭიერი შვილი ჰყავს :)))…
უბრალოდ, მადლიერება გამოხატა და წავიდა…მადლიერების ნიშნად, ვუთხარი, რომ ამაზე აუცილებლად დავწერდი და შევპირდი ანონიმურობის დაცვას :)))…
მე ხომ ისეთი არაფერი გამიკეთებია?? უბრალოდ ვარ ის, ვინც ვარ, ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, ისე, როგორც ვფიქრობ და მისთვის, ვისაც უხარია ამის წაკითხვა!!!
ეს უბრალო მაგალითია იმისთვის, რომ გავიაზროთ: რაც მეტს გასცემ უკანმოხედავად, რაც მეტად ზრუნავ სხვების სიკეთეზე, ხარ მადლიერი იმისთვის, ვინც ხარ, რაც გაგაჩნია, ვინც და რაც არის შენს გარშემო, მით უფრო ბედნიერი ხარ…
ორგანიზაციაში, ჩემი გუნდის წევრებს ყოველდღიურად ვასწავლი ჩვენს მომხმარებლებზე ზრუნვას, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო მაქვს ჩემს მომხმარებლებთან მეგობრული და ახლობლური ურთიერთობა, მე უზრუნველვყოფ მათთვის სასიამოვნო ურთიერთობას, გულწრფელ დამოკიდებულებას და მათ იციან, რომ მე მათთვის სიკეთე მინდა და დაუფიქრებლად მენდობიან!
შენ ფიქრობ, რომ მე გამიმართლა?! რატომღაც, ვინც მთელი არსებით ჩაბმულია საქმეში და ბოლომდე იხარჯება, იღბალი ხშირად სწორედ მას სტუმრობს…
უმართლებს მას, ვინც ამართლებს!
გინდა, რომ მიიღო მეტი? => გაეცი მეტი! მაგრამ როგორ გავცემ იმას, რაც არ მაქვსო?! – მკითხავ შენ… მე კი გეტყვი – შენს გულში არის იმაზე მეტი ენერგია გასაცემად, ვიდრე წარმოგიდგენია, უბრალოდ, ეცადე ჩაწვდე სწორად და აუცილებლად შეძლებ მის გამოვლენას!
მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც თვლიან, გაცემა ნიშნავს “დაკარგვას”, ამიტომ ისინი მთელი ძალით “იკავებენ” იმ ენერგიას, რასაც ბუნებრივად უნდა აგზავნიდნენ სამყაროში. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად “მიიღონ”, მაგრამ არ “გასცენ” და ამით არღვევენ ელემენტარულ ადამიანურ მისიას და ნაცვლად ორმხრივი სარგებელისა, ცდილობენ ცალმხრივად მიიღონ ყველა ეს სიკეთე. მე ვიცი, რომ ისინი ჯერ ვერ იაზრებენ, რომ უბრალოდ ენერგოპარაზიტები არიან და ეს დაღუპავთ, მაგრამ იქნებ, შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, შეიგრძნო, რა მუხტს გიგზავნი და რა მინდა მიგახვედრო ამ მოკრძალებული პოსტით!
ძააააალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო და ზუსტად ვიცი, რომ თუ გაიღებ შესაბამის ძალისხმევას, აბსოლუტურად ყველაფერი გექნება, რაც კი გითხოვია სამყაროსთვის და რაც სწორია შენთვის!
მიხარია, რომ ბოლომდე იმოგზაურე ჩემთან ერთად! მადლობას გიხდი ამისთვის!
P.S. გინდა განვავრცოთ ეს თემა? მეთანხმები ან არ მეთანხმები რამეში? დასვი კითხვები, გამოხატე შენი მოსაზრება კომენტარებში, განვიხილოთ შენთვის საინტერესო მიმართულება.
P.P.S. ან დამიკავშირდი Facebook-ის საშუალებით, აუცილებლად გიპასუხებ.
სიყვარულით, შენი მეგობარი
თაკო მეფარიშვილი