Skip to content

რას ვურჩევდი ჩემს თავს 10 წლის უკან

  1. იცინე ხმამაღლა და გულიანად, ვინც გეტყვის რომ ეს უკულტურობაა არაუშავს, მას სიცილის კულტურა არ აქვს!
  2. არ იდარდო დეტალებზე! ყველაფერი დეტალია, გარდა ადამიანების ჯანმრთელობისა!
  3. არ აქვს მნიშვნელობა რამხელა მიზანი გაქვს, ის მაინც პატარაა.
  4. ნუ დაელოდები გრანდიოზულ მოვლენებს, მიმოიხედე გარშემო უამრავ მიზეზს იპოვი ბედნიერებისათვის!
  5. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია როგორ ხარ!
  6. შენი პროფესიაც შენი მეორენახევარია, კარგად დაფიქრდი რისი კეთება გეყვარება ყველაზე მეტად და ზოგჯერ უსასყიდლოდაც კი.
  7. გიყვარდეს შენი სამსახური ყოველდღე, რადგან შენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს აქ გაატარებ!
  8. ნუ დაკარგავ დროს, დრო ყველაფერია!
  9. ყველასთან უნდა შეგეძლოს გემრიელი „გამარჯობის“ თქმა! არავის ატკინო ისე გული, რომ ეს ვერ შეძლო.
  10. მადლობა და ბოდიში- შენს სისუსტეზე არა, შენს სიძლიერეზე მეტყველებს!

10 წლის უკან, თქვენ რას ურჩევდით საკუთარ თავს?