Skip to content

ჟურნალის შექმნის 4 მოტივი

მოტივი 1: მოტივაცია

“ერთადერთი რამ რაც ადამიანსა და მის მიერ დასახულ მიზანს შორის დგას არის სურვილი იმისა,რომ სცადოს და რწმენა იმისა,რომ ეს შესაძლებელია”

*რიჩ დევოსი*

ყველა ადამიანს სჭირდება მოტივაცია!!!იგი ფსიქოლოგიური პროცესია,რომელიც გვაძლევს გადაწყვეტილებათა მიღების სტიმულს და მოქმედებისაკენ გვიბიძგებს.

ცხოვრება უამრავი პრობლემითაა სავსე და ყველას სჭირდება ოპტიმისტი ადამიანების გვერდში დგომა,ლამაზი სიტყვები და ჭკვიანური რჩევები. ზიგ ზიგლერი, ჯიმ რონი,დეილ კარნეგი,რობერტ კიოსაკი, ნაპოლენ ჰილი,ენტონი რობინსი, ბრაიან ტრეისი ეს იმ ცნობილი მოტივაციური მრჩეველებისა და ორატორების არასრული ჩამონათავლია,რომელთა ნაშრომებისა და გამოცდილების გათვალისწინებით 4motivi.com თავის ერთგულ მკითხველებს ჰპირდება,რომ მისცემს მათ, ცხოვრების უკეთესობისაკენ გარდაქმნის სტიმულს და დაეხმარება ბედნიერებისა და წარმატების მიღწევაში.


მოტივი 2: წარმატება

,,წარმატებული ადამიანები,წარმატების მიღწევის ერთსადაიმავე სტრატეგიებს იყენებენ”– საათის მასტერკლასი.
სწორედ ეს სტრატეგიები იქნება განხილული ონლაინ ჟურნალზე ,,4 მოტივი.” როგორ მივაღწიოთ წარმატებას? რა გვჭირდება ამისათვის? რას ნიშნავს იყო წარმატებული? როგორ მიაღწიეს ცნობილმა ადამიანებმა დიდ წარმატებებს?  და კიდევ სხვა უმრავი კითხვა,რომელიც შეიძლება წარმატების მსურველ ადამიანს გაუჩნდეს და რომლის  პასუხსაც მხოლოდ www.4motivi.com –ზე იპოვით ! ! !

მოტივი 3: ბედნიერება

მახსოვს ერთხელ დავფიქრდი  , თუ რატომ წერს თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში,რომ ადამიანს აქვს 3 ხელშეუხებელი უფლება: სიცოცხლის,თავისუფლებისა და ბედნიერების დევნის. და მაშინ გავიფიქრე, თუ როგორ მიხვდა და მოახერხა მან დაეწერა ,,ბედნიერების დევნა” ჩვენს უფლებებში. მართლაცდა , შეიძლება ბედნიერება ისეთი რამეა,რასაც შეიძლება მხოლოდ სდიო და საერთო ჯამში არასოდეს გქონდეს იგი  – *ქრისტოფერ გარდნერი (ფილმიდან “ბედნიერების დევნაში)*
მართლაც, შეიძლება ადამიანი მუდამ ბედნიერი ვერასოდეს იყოს,მაგრამ არსებობს სტრატეგიები,რომელთა გათვალისწინებით შეიძლება ადამიანმა  სამყაროს უფრო ნათელ ფერებში უყუროს და ყოველი დღისაგან მეტი სიამოვნება მიიღოს. სწორედ ამ სტრატეგიების გადმოცემით შეეცდება ჟურნალი  თქვენს ბედნიერებაში,თუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანას.

მოტივი 4: სიყვარული

ცხოვრებაში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს: რწმენა, იმედი და სიყვარული. და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია … *ბიბლია,კორინთელთა მიმართ ეპისტოლე*

რატომ უყვართ? რა იწვევს სიყვარულში წარუმატებლობას? როგორ შეიძლება ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება წყვილთა შორის?

იდეალური სიყვარულის მაგალითები, ცნობილი გამონათქვამები სიყვარულზე, ლამაზი ისტორიები და ვიდეოები – ძლიერი მოტივირება იმისათვის,რომ  სიყვარულში წარმატებებს მიაღწიოთ.

ეს ის 4 მოტივია,რის გამოც შეიქმნა ჟურნალი და რის გამოც თქვენ უნდა ესტუმროთ მას. ჩვენ კი შევეცდებით პირნათლად შევასრულოთ მოვალეობა და წინ გაგიძღვეთ თქვენი წარმატების, ბედნიერებისა და სიყვარულისაკენ.



პატივისცემით, 
4motivi.com –ის ადმინისტრაცია