Skip to content

პროფესორი და მინის ქილა (დასაფიქრებელი გაკვეთილი)

ერთხელ ერთი ფილოსოფიის პროფესორი თავის სტუდენტებს ლექციას უტარებდა. როდესაც ლექცია დაიწყო მან აიღო  ერთი ცარიელი მინის ქილა და გოლფის ბურთებით გაავსო. 
– არის თუ არა ქილა სავსე? – ჰკითხა მან კლასს.
– დიახ – უპასუხეს მას.
პროფესორს აღარაფერი უთქვამს.მან მუჭით აიღო პატარა კენჭები და ქილაში ჩაყარა. კენჭებმა გოლფის ბურთებთან დარჩენილი ცარიელი ადგილები ამოავსეს. პროფესორმა კვლავ იკითხა, თუ იყო ქილა სავსე და კვლავ დადებითი პასუხი მიიღო.
ამის შემდეგ პროფესორმა. აიღო ქვიშა და ქილაში ჩაყარა. ქვიშამ ქილის ის პატარა ნაწილები შეავსო, რაც კენჭებსა და გოლფის ბურთებს შორის იყო დარჩენილი. მან ამის  შემდეგაც კვლავ იგივე კითხვა გაუმეორა სტუდენტებს. ამჯერად სტუდენტებმა ბევრი იფიქრეს, მაგრამ მაინც დადებითი პასუხი გასცეს მას.
ამის შემდეგ პროფესორმა მინის ქილაში ლუდი ჩაასხა. ლუდი შეერია ქვიშას და ეფექტურად შეავსო დარჩენილი ადგილები.
სტუდენტებს გაეცინათ. არის კი ეს ამ ყველაფრის დასასრული? – იკითხეს მათ.
– შესაძლებელია – ღიმილით  მიუგო პროფესორმა მათ. და მან სტუდენტებს უთხრა:
მინის ქილა თქვენი ცხოვრებაა. გოლფის ბურთები არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ცხოვრებაში გაგაჩნიათ – მეგობრები, ოჯახი, ჯანრმთელობა და თქვენი ღირებულებები. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ შეიძლება ქილაში (ცხოვრებაში) მათ გარდა სხვა არაფერი იყოს , მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენს ცხოვრებას აზრი მაინც არ ეკარგება, რადგან ქილა ,,გოლფის ბურთებით” არის სავსე . . .
ქვიშა ის საშუალებებია, რომლითაც ჩვენ ვცხოვროთ. მაგალითად სამსახური, სახლი ან თუნდაც ავტომობილი. თუ ქილაში პირველად ქვიშას ჩავყრით იქ გოლფის ბურთებისათვის ადგილი აღარ დარჩება. ცხოვრებაშიც ასეა,  თუ ჩვენ მთელს ჩვენს ყურადღებასა და ენერგიას ისეთ ,,ნაკლებად” მნიშვნელოვან რამეებს ვუთმობთ, როგორიცაა ,,ქვიშაა” (ე.ი სამსახური და ა.შ) , მაშინ ხშირად უფრო ისეთი მნიშვნელოვანი რამისათვის, როგორიცაა ,,გოლფის ბურთები” (მეგობრები, ოჯახი), ნაკლები დრო გვრჩება.
ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც თქვენი ბედნიერებისათვის არის მნიშვნელოვანი ! მეტი დრო გაატარეთ თქვენ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, გიყვარდეთ და პატივი ეცით მათ . . . მიხედეთ თქვენს ჯანრმთელობას და ნუ გააკეთებთ იმას, რაც თქვენს ღირებულებებსა და მორალში არ ჯდება და რასაც მომავალში ძალიან ინანებთ.
სწორად განსაზღვრეთ და დაალაგეთ თქვენი ცხოვრების პრიორიტეტები და ცხოვრებაც უფრო ადვილი და მშვენიერი გახდება – დაასრულა პროფესორმა.
ამ დროს ერთმა სტუდენტმა ხელი აიწია და იკითხა:
– პროფესორო, ლუდზე რას გვეტყოდით?
პროფესორმა მას გულწრფელად გაუღიმა და უთხრა:
როდესაც თქვენს ცხოვრებაში პრიორიტეტები სწორად განსაზღვრული და დალაგებულია , თქვენ ყოველთვის გრჩებათ დრო , რომ კათხა ლუდით ისიამოვნოთ . . .