Skip to content

პოლ ვალერის ცხოვრებისეული აზრები

  1. რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.
  2. აი, რა არის ყველაზე ძნელი ამქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.
  3. ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.
  4. ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.
  5. ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
  6. ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.
  7. წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.
  8. ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.
  9. ჭკვიანი ქალი ისაა, რომელთან ყოფნისას შეგიძლია ყველა სახის სისულელე გამოამჟღავნო.
  10. ორი სიტყვიდან სჯობს მოკლე ამოირჩიო.
  11. დღე ანათებს ჩემს აზრებს, ჩემი აზრები ანათებენ ჩემს ღამეს.
  12. გასამართლება არ არსებობს მაყურებლების გარეშე.
  13. თუ არ შეუძლიათ შეუტიონ აზრს, უტევენ მოაზროვნეს.