Skip to content

„პოეზიამ იცის უეცარი სიყვარული, რომელიც უდრის გაფრენას“- ტერენტი გრანელი

„მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას“…(ტ.გრანელი).

პოეტი, რომელიც გამუდმებით ზეცისკენ მიიწევდა, პოეტი, რომელიც გამუდმებით სევდიანი სტრიქონებით გამოირჩეოდა. პოეტმა, რომელმაც საკუთარი ინდივიდუალიზმი ჩადო თითოეულ ლექსში. საოცრად განაწყენდა, როცა გალაკტიონის მიმბაძველობა დააბრალეს . დაწერა კიდეც :“გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზოა“. . .

სწორედ ტერენტი გრანელზე შეიძლება ითქვას – ის იყო ადამიანი, რომელიც პოეზიით სულდგმულობდა, თავის სტრიქონებს ფურცელზე აცოცხლებდა და ამით დიდ ესთეტიურ სიამოვნებას ღებულობდა…

სულიერად დამძიმებული პოეტი ყოველ ღამე სიკვდილზე ფიქრობდა, სხეული ემძიმებოდა, ხოლო სული ემსუბუქებოდა, სწორედ ამიტომ უნდოდა სული გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან, რომელიც სხეულს ჰყავდა დატყვევებული. დედამიწა ცოდვილების ნავთსაყურელი ეგონა და მის დატოვებაზე ოცნებობდა. არ უნდოდა სიკვდილი, არც სიცოცხლე, რაღაც სხვა სურდა, გამუდმებით ელოდა ქრისტეს ლანდს , რომელიც დაიხსნიდა დედამიწის ჭაობიდან…

გრანელს თურმე ერთი მშვენიერი ქალბატონი ჰყვარებია – თამარ ჯაფარიძე , ქალბატონი, რომელიც წერილებს ხშირად უგზავნიდა პოეტს. გრანელს ის ნანახი არასდროს ჰყოლია, თუმცა მის წერილებს ყოველთვის პასუხობდა. :“”შავი წამები მიჰქრიან. ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ. ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია… მე შეიძლება მიწას მალე მოვშორდე და ზეცისაკენ წავიდე… რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს.“

როდესაც თამარი ტერენტის უნახავს უკან გამობრუნებულა და მას შემდეგ გამუდმებით თავს არიდებდა. არა იმიტომ, რომ ულამაზო იყო, არა იმიტომ, რომ ნაკლი ჰქონდა, არა, უბრალოდ არ იყო ისეთი, როგორსაც ტერენტი ელოდა…..

პოეტს სჯეროდა საკუთარი უკვდავების : „ვფიქრობ, მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება..“

ავტორი: მარიამ ნებიერიძე