პოზიტიური ფსიქოთერაპია, როგორც განსაკუთრებული მეთოდი, გამოჩნდა 1968 წელს ირანელი პროფესორის, ნოსსრატ პეზეშკიანის, ნამუშევრების შედეგად. მისი მეთოდი დაფუძნებულია ტრანსკულტურულ გამოკვლევებზე.
პეზეშკიანის პოზიტიური ფსიქოტერაპიის მეთოდი
პეზეშკიანის მეთოდის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფსიქოთერაპიით ან კონსულტაციით, ის ასევე ვრცელდება სხვა სფეროებზე და გამოიყენება განათლებაში, პერსონალის მართვაში, ბიზნესში, ჯანმრთელობის პროფილაქტიკაში და ა.შ.
მეთოდის იდეით, დადებითი წარმოდგენა ადამიანზე გამომდინარეობს იქიდან, რომ ნებისმიერ ადამიანს დაბადებიდანვე აქვს 2 ძირითადი უნარი: შემეცნებისა და სიყვარულის. ეს უნარები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: ერთის განვითარება მეორის განვითარებას იწვევს. ზუსტად ეს არის ძირითადი მტკიცება, რომელზეც პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში „შენდება“ წარმოდგენა ადამიანზე. თავისი ბუნებით ადამიანი კეთილია და ქვეცნობიერად სიკეთისკენ მიისწრაფვის.
ასევე, პეზეშკიანის მეთოდი ეფუძნება რწმენას, რომ ყველა ადამიანს მინიჭებული აქვს ბედნიერი ცხოვრებისთვის აუცილებელი თვისებები.
მეცნიერი ამბობდა, რომ ყველა ადამიანი არის ძვირფასი ქვებით სავსე მაღარო და ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ამ ღირებული საგანძურის პოვნა.
პეზეშკიანის პოზიტიური ფსიქოთერაპიის უპირატესობები, ღირსებები და მახასიათებლები უპირატესობები:
• მეთოდის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი პრობლემის დროს
• მეთოდი ინტერნაციონალურია
• თერაპიის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს იგავები, მეტაფორები და ა.შ.
• ადამიანს განიხილავენ, როგორც მთლიან სისტემას
• კლიენტი აქტიურ მონაწილეობას იღებს თერაპიაში
• მეთოდი მოკლეა და გათვლილია 15-20 სეანსზე
• მეთოდი ორიენტირებულია მომავალ კლიენტზე
პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი ღირსება არისა, რომ ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისა და სოციალური ჯგუფებისთვის. ასევე, მას ახასიათებს სისტემური მიდგომა და მარტივი ენა.
პეზეშკიანის მეთოდის ფუნდამენტალური მახასიათებელი არის ის, რომ თავის სამუშაოში სპეციალისტი გამოიყენებს იგავებს, ანდაზებს, უჩვეულოდ საინტერესო ისტორიებს.
პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ძირითადი აქცენტი კეთდება ადამიანის შესაძლებლობებზე, როგორც მისი განცდებისა და დაავადებების განკურნების მთავარ მეთოდზე. თერაპიის თანახმად, გამოჩენილი პრობლემების მიზეზი არის სულიერი ურთიერთქმედების არაგანვითარებული და ჩახშობილი სფეროები ადამიანებს შორის – მათ გამო ვლინდება დარღვევები ცხოვრებაში და სხვადასხვა კონფლიქტები.
სრულყოფილი ჯანმრთელობა გულისხმობს ცხოვრების 4 ძირითადი სფეროს ბალანსს:
• სხეული/ჯანმრთელობა
• სამუშაო/წარმატება
• კონტაქტი/ოჯახი
• ფანტაზია/მომავალი
კონფლიქტები და დაავადებები წარმოადგენენ ამ ოთხი სფეროს დისბალანსს. პოზიტიური ფსიქოთერაპია აქცენტს ადამიანის ჯამნრთელ ნაწილზე აკეთებს, საიდანაც შესაძლებელია ენერგიის მიღება ცხოვრებაში ხელსაყრელი ცვლილებებისთვის.
მეთოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება ისაა, რომ მომავლისკენაა მიმართული, საშუალებას იძლევა, შექმნათ მომავალი, აწმყოს სიტუაციების მიღების მეშვეობით. თითოეულ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავზე თავისი ცხოვრების სრულ პასუხისმგებლობას იღებს, შეუძლია შეცვალოს თავისი რეალობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს სურს ჰქონდეს ის, რაც არასდროს არ ჰქონდა, უნდა გააკეთოს ის, რასაც არასდროს აკეთებდა.
პეზეშკიანის ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვანი პრინციპი არის უნიკალური პიროვნების პრინციპი. მის მიხედვით, ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს სტანდარტები, ხოლო ბედნიერების წყაროების მრავალფეროვნების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბედნიერი შეიძლება იყო „ახლა“.
პეზეშკიანის პოზიტიური ფსიქოთერაპიის მუშაობის პრინციპები
პეზეშკიანის პოზიტიური ფსიქოთერაპიის მუშაობა ეფუძნება 3 პრინციპს: იმედის, ბალანსისა და თვითდახმარების.
იმედის პრინციპი ფოკუსირებს ადამიანის რესურსებზე. მისი წყალობით, შესაძლებელია გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და გახდეთ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება თქვენს ცოხვრებაში.
ბალანსის პრინციპი საშუალებას გაძლევთ, განიხილოთ ცხოვრება და ადამიანის განვითარება ოთხი ძირითადი მიმართულებით: სხეული, ურთიერთობა, მიღწევები და მომავალი.
თვითდახმარების პრინციპი შეიძლება გამოიყენოთ პიროვნული ჰარმონიზაციის სტრატეგიის სახით.
ოთხი სფეროს თეორია
ოთხი სფეროს თეორიის მეშვეობით, ხდება რეაგირება კონფლიქტებსა და დაავადებებზე.
პირველი – სხეულის სფერო, რომელშიც ადამიანი რეაგირებს დაავადებაზე, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. აქ ვლინდება ფსიქოსომატიკური დაავადებები. ადამიანები, როგორც წესი, მკურნალობენ სიმპტომებს და არა მიზეზებს, რაც არასწორია.
მეორე – საქმიანობის სფერო, რომელშიც ადამიანი ან მთლიანად „იძირება“, ან პირიქით -მიისწრაფვის უსაქმურობისკენ.
მესამე – კონტაქტების სფერო, რომელშიც საუბარი მიდის ადამიანებთან, საკუთარ თავთან, მცენარეებსა და ცხოველებთან კავშირის დამყარებაზე.
მეოთხე – ფანტაზიის სფერო, სადაც პრობლემები გვარდება მომავლის ვიზუალიზაციის მეშვეობით.
პოზიტიური ფსიქოთერაპია ამბობს, რომ ჯანმრთელად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც ანაწილებს თავის ენერგიას ოთხივე მიმართულებით. ხოლო თუ ერთი მიმართულება არ ვითარდება საჭირო ზომით, მაშინ ზუსტად ის იქნება სტრესული სიტუაციებისა და მოვლენების ზემოქმედების სუსტი წერტილი.
რამდენად სწორია პეზეშკიანის პოზიტიური ფსიქოთერაპიის იდეები, თქვენ განსაზღვრეთ, თუმცა ალბათობა კი ძალიან დიდია, – ფაქტობრივად 100%-ს უტოლდება.