მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და შედეგს შორის. თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე, იქ არავინაა, მხოლოდ სიმშვიდე და სასიამოვნო მდუმარება… ნამდვილად არ ვიცი ეს რა ენერგიაა, რითი ივსება იგი, არც სუნი აქვს და არც გემო, არც არანაირი შეგრძნებაა. ეს ის ენერგიაა რომელიც დასვენებას გკარნახობს და თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს: დაჯექი, დალოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ წუხარ ეს უკვე ზედმეტიაო. შენ ის ენერგია შექმენი რომელმაც ახლა თავისი საქმე უნდა გააკეთოს. რა საინტერესოა, სამყაროში როგორ ვქმნით ჩვენეულ ენერგიას, რომელსაც შეუძლია გადაატრიალოს არამარტო ჩვენი ცხოვრება, არამედ ადამიანების ბედიც….
სამყაროში შექმნილი ყველა ენერგია ჩვენი მისამართითაა გატყორცნილი, რომელიც პაუზის შემდეგ უხვად უკან ბრუნდება. აი მაშინ ხდება შეგრძნება ახალი თვით შეფასებისა, ანუ ჩვენ ვაფასებთ საკუთარ თავს დაბრუნებული ენერგიით, მაშინ დგება შეფასების დრო – თურმე რა შეგძლებია რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს. პაუზის ხანგრძლივობა არ ვიცი როგორაა დამოკიდებული რეზულტატის გრანდიოზულობაზე, ალბათ პირდაპირ პროპორციულად, თუ ცოტას გააკეთებ ცოტასაც მიიღებ..
პაუზა არის ის, რაც გულს გიჩქროლავს, როცა ფიქრობ რამე ხომ არ დავაკელი, რა არ გავაკეთე, რატომ იგვიანებსო შედეგი…. პაუზა დიდებული რამაა ეს არის წინაპირობა რეალური გამარჯვებისა, რომელიც დროშას ხელში აგაღებინებს და ყველაზე დიდი მთის მწვერვალზე შენივე ხელით დაგადგმევინებს. თითქოს შენს თვალწინ შეიქმნა ახალი „მე“, „ახალი ადამიანი“, რომელიც ეს ესაა გააცნობიერე, რომ შენ ხარ.. განცდილი უდიდესი გამარჯვების ნეტარებით, რომელიც აღარ ფიქრობს რამდენი ოფლი ღვარა, რამდენი იწუწუნა, რამდენი იტირა. ყველაფერი უკანაა და წინ დიდი ფრიალა დროშა გიჭირავს, რომელითაც სამყაროს ამცნობ შენი გამარჯვების ბედნიერებას…..
პაუზა დიდებული რამაა.. ის არსებობს იქ სადაც შემოქმედებაა. მუსიკალური პაუზაც ხომ უდიდესი მუხტის წინ დგას, რომელიც დასაბამს უდებს მუსიკალური ნაწარმოების ყველაზე დიდ ემოციას…
სამყარო შემოქმედებითია, ჩვენც კი მისი ნაწილი… პაუზა ალამაზებს სამყაროს და საინტერესოს ხდის . მისი დასრულების შემდეგ კი შედეგიაა…ემოცია… ყველაზე საინტერესო რამ, რაც აფასებს ჩვენს მიერ დახარჯული ძალისხმევის შედეგს..