“რა არის კარმა? ბევრის აზრით იგი მსგავსია ფიზიკის კანონის – გააკეთებ რამე კარგს და დაგიბრუნდება კარგი, გააკეთებ ცუდ რამეს და დაგიბრუნდება ცუდი; თუმცა რეალურად კარმა უბრალოდ იმედია. ადამიანებს აქვთ იმედი, რომ თუ კარგს გააკეთებენ, გასამრჯელოს მიიღებენ. არადა სინამდვილეში ჩვენი სამყარო ნეიტრალურია.
შეხედეთ ბუნებას – ყველაფერი გარშემო ემყარება ფიზიკური კანონებს და მეცნიერები ცდილობენ მათ აღმოჩენას. მაგრამ კარმის შესახებ კანონი ჯერ არავის აღმოუჩენია. კარმა ეს უაზრო იმედია და ასევე მოტივაცია კარგი საქციელის ჩადენისა.
მაგრამ იმედი ჰაერში ხომ არ იქნება გამოკიდებული? ხომ ასეა, რომ რასაც დათესავ იმას მოიმკი? მაშ რატომ ვთესავთ ბოროტებას, თუნდაც ისტორიის სახით? იმის მაგივრად, რომ ვისწავლოთ ბუდას, მაჰავირას, ლაო ძუს, ჩუანგ ძუს, ქრისტეს და სხვათა შესახებ, ჩვენ ვსწავლობთ ალექსანდრე დიდის, ჩინგიზ ხანის, თემურლენგის, ნადირშაჰის, ნაპოლეონის, ჰიტლერის და სხვების შესახებ. აი ეს ხალხი შეადგენს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს სამწუხაროდ. სამწუხაროდ ისტორია თავიდან გვაქვს დასაწერი, რათა ახალმა თაობამ ნაკლებად იკითხოს მოძალადე ხალხის შესახებ, რომლებსაც მეტი და მეტი ძალაუფლება სურდათ მიეღოთ სხვების ხარჯზე.
მაშ რა არის კარმა? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კარგი საქმეების ჩადენის შემდეგ კარგი მოვლენები მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში? იმედი არაფრისმომცემია. დაუკვირდით – როცა კარგ საქმეს სჩადიხართ, გიხარიათ? გრძნობთ თუ არა, რომ გული სიხარულით გევსებათ? ეს არ არის იმედი ან ლოდინი კარგი რამის, რაც მომავალში უნდა მოხდეს. თქვენ იმ წამსვე ბედნიერი ხართ! ეხლა კი დაუკვირდით – როგორ გრძნობთ თავს როცა სიბრაზეს გამოხატავთ ან ვინმეს ცუდს გაუკეთებთ? შეიძლება ის ადამიანი ამას იმსახურებდეს, მაგრამ ეს თქვენ მაინც არ გაძლევთ შინაგან სიმშვიდეს. ის ბრაზი, რაც თქვენ გამოხატეთ, ისევ თქვენში დარჩა, თქვენ მოგიწამლათ ცხოვრება. აი ესაა კარმა! დაუკვირდით – როცა ვინმე იმსხურებს თქვენგან სიბრაზეს ან ცუდ მოპყრობას – მოუტანია კი რამე დადებითი ამის გაკეთებას თქვენთვის? პირიქით, თქვენ გაეცით ის რასაც იმსახურებდა, მაგრამ მაინც არ ხართ ბედნიერი. აი ეს სხვაობაა კარგსა და ცუდ საქციელს შორის, ხოლო მომავალზე ფიქრი და კარგი მოვლენების ლოდინი არაფრისმომცემია. იმ წამსვე გრძნობთ თქვენ შვებას როცა კარგ რამეს აკეთებთ და ასევე იმ წამსვე გრძნობთ თქვენ დიდ სულიერ ტვირთს, როცა ცუდ რამეს უკეთებთ სხვას, თუნდაც დამსახურებულად.”
“პიროვნულობიდან ინდივიდუალურობამდე ; წყარო;