Skip to content

“ნუ იტყვით, რომ არ შეგიძლიათ”

დღეს, დღეს უამრავი ადამიანი ამბობს, რომ რაღაც არ შეუძლია. მაგალითად, ანიმატორობა. მაგრამ თუ შეეკითხებით რატომ, ვერ გიპასუხებენ. იტყვიან: “არ ვიცი როგორ”. თუმცა ლოგიკურია, როგორ გააკეთებთ იმას, რაც არ გისწავლიათ?

შემდეგ თუ საუბარს გააგრძელებ და ისინი გიპასუხებენ: “შენ იმიტომ გამოგდის კარგად, რომ ნიჭიერი ხარ.” არანაირად, სისულელეა! ძალიან ბევრი შრომა და მიზანმიმართულობა დამჭირდა იმის სასწავლად, რასაც ახლა ვაკეთებ. და ახლაც, როცა ვგრძნობ რომ რაღაც “ვიცი” ჩემი სამყარო თავდაყირდა დგება და მეუბნება, რომ ვცდები. სხვა გზებიც არსებობს, რომ უკეთესად ვაკეთო.

შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომელთაც ანიმაციების კეთების ნიჭი ბუნებრივად მოდგამთ, მაგრამ ამას ჩემზე ვერ ვიტყვი.

ჩემთვის, ეტაპებად დაყოფა შემეცნების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. საქმე იმაშია, რომ ცოდნას ნაწილ-ნაწილ ვიღებთ და როგორც წესი, შემდეგ ეტაპზეც ნელ-ნელა გადავდივართ. ეს ყოველთვის მოულოდნელად ხდება. როდესაც ვმუშაობ, მოულოდნელად აღმოვაჩენ: “მე ეს გამომდის!” და სწორედ, ამ დროს ვხდები, რომ შემდეგ ეტაპზე ვარ. არ ვიცი რამდენი ეტაპი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ცოდნისთვის შეზღუდვები არ არსებობს. ასე რომ მუდამ შემდეგი ეტაპისკენ მივიწევ.

ყოველთვის ეძებეთ შემდეგი ეტაპი, გარს შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც თქვენზე მაღალ საფეხურზე არიან, ასე უფრო მარტივად დაინახავთ, როგორ გაიზარდოთ და საით წახვიდეთ.

ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს, მაგრამ მე ასე ვუყურებ ცხოვრებასა და სამუშაოს:

წარმატებული რომ გახდე, მხოლოდ კარგ სკოლაში სიარული არ კმარა. უნდა პოზიტიური თვალით შეხედოთ ცხოვრებას, მძიმედ იშრომოთ და თქვენს მომავალს მიუძღვნათ თავი.

ამას შემდეგ, თუ ვინმე რაიმეს გაკეთებას გთხოვთ, ნუ შეგეშინდებათ აღიარება, რომ არ იცით, მაგრამ ნურასოდეს იტყვით, რომ არ შეგიძლიათ. ყოველთვის ეცადეთ მეტი ისწავლოთ.

კენტ ალფრედი,

Pixar-ის ანიმატორი