ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს ბავშვობაში არაფერი არ მოგიპარავთო?
“როგორ არა მომიპარავს და ესეთ ქურდობას კარგი შედეგი მოყვა. მახსოვს თხილი მოვიპარე კოლმეურნეობის ბაღში და მეველემ დამინახა და გამომეკიდა, რას დამიჭერდა მოხუცი იყო და მე ახალგაზრდა.
საღამოს კანტორაზე დამიბიარეს თავჯდომარემ და მითხრეს თხილს რატომ იპარავდიო, მეველეც იქ იყო.
სასტიკი უარი ვუთხარი,რომ არ მომიპარავსმეთქი.მეველე განცვიფრებული მიყურებდა და მე ვუთხარი ეს მოხუცია ალბათ და მოეჩვენა მე ვიყავიმეთქი. გამომიშვეს… გზაში დამეწია მეველე და მითხრა,რომ შვილო ნოდარო ადამიანს აქვსო შუბლის ძარღვიო ის რო გაუწყდებაო მერე იოალია ძალიან ცხოვრებაო და ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო მთხოვა. ეს როგორც ერთ-ერთი მცნება სახარების ისე დარჩა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ,რომ ეს ნამუსის ძარღვი შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო”