“სტილი უნდა ამტკიცებდეს, რომ ვიღაცას სჯერა იდეის; არა მარტო ფიქრობს, არამედ გრძნობს მას.”
1882 წლის 8 აგვისტოდან – 24 აგვისტოს შუალედში, ფრიდრიხ ნიცშემ შეადგინა 10 სტილისტური წესი მწერლებისთვის. ის ინტენსიურად სწერდა რუსეთში დაბადებულ მწერალს, ლუიზა ანდრეას სალომეს.21 წლის ლუიზათი აღფრთოვანებულმანიცშემ,გადაწყვიტაისარამარტოთავის ინტელექტუალურ პროტეჟედ, არამედ ცოლად გაეხადა და მეორე შეხვედრის დროს ხელი სთხოვა.მიუხედავად იმისა, რომ ანდრეას სალომემ უარით უპასუხა და მათ შეწყვიტეს მეგობრობა, ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე პატივს სცემდა ნიცშეს გონებასა და ნამუშევრებს.ხოლო ორი ათწლეულის შემდეგ,ლუიზა სალომემ ნიცშეს შესახებ დაწერა წიგნი, რომელშიც მისი „10 წესი მწერლებისთვისაც“ ჩართო.
1. მთავარი საჭიროება ცხოვრებაა: სტილი ცოცხალი უნდა იყოს.
2. სტილი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ პერსონას, რომელთანაც გსურთ კომუნიკაცია. (ორმხრივი ურთიერთობის კანონი)
3. პირველ რიგში, ზუსტად უნდა განსაზღვროთ „რისი თქმა და წარდგენა გსურთ“, სანამ დაიწყებთ წერას. წერის პროცესი უნდა იყოს იმიტაცია.
4. როდესაც მწერალი გამოიყენებს სხვების გამონათქვამებს, საჭიროა მათი კარგი პრეზენტაცია. გადმოკოპირებული ნაწერი ძალიან ფერმკრთალად გამოჩნდება.
5. ცხოვრების სიმდიდრე ვლინდება ჟესტების სიმდიდრის მეშვეობით. უნდა ისწალოთ ყველაფრის შეგრძნება- წინადადების სიგრძე და მათიშენელება, პუნქტუაცია, სიტყვების შერჩევა, პაუზა, არგუმენტების თანმიმდევრობა.
6. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა წერტილებთან მიმართებაში! წერტილების მნიშვნელობა მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან, რომლებსაც ხანგრძლივად შეუძლიათ საუბარი შესვენების გარეშე. დანარჩენებისთვის წერტილი არაბუნებრივი, ხელოვნური მოვლენაა.
7. სტილი უნდა ამტკიცებდეს, რომ ვიღაცას სჯერა იდეის; არა მარტო ფიქრობს, არამედ გრძნობს მას.
8. რაც უფრო აბსტრაქტულია ჭეშმარიტება, რომლის გადმოცემასაც ცდილობს ავტორი, მით უფრო კარგად უნდა გაერკვეს ამ ჭეშმარიტების მნიშვნლეობაში.
9. კარგი მწერლის პროზის სტრატეგია არის ის, რომ აარჩიოს საშუალებები, რომლებითაც მიუახლოვდება პოეზიას, მაგრამ არ შეიჭრება მასში.
10. სულაც არ არის კარგი ან ჭკვიანური, შეძლო და მოიშორო მკითხველის ყველაზე აშკარა პროტესტი. კარგი და ძალიან ჭკვიანურია, შეძლო და ათქმევინო მკითხველს საკუთარი სიბრძნის უმთავრესი არსი.