თუ ადამიანს თვითონ არ შეუძლია რაიმეს გაკეთება ის გეტყვის, რომ შენც არ ვერ გააკეთებ ამას. მაგრამ მომისმინე ! არავის მისცე ნება შენზე გავლენა მოახდინოს. გაქვს ოცნება, მიდი აისრულე ! ! ! –
ქრისტოფერ გარდნერი (ფილმიდან ბედნიერების დევნაში)
შეიძლება ხშირად გესმით, რომ ადამიანებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ იმის მიმართ რისი კეთებაც გსიამოვნებს და ბედნიერებას განიჭებს. გეუბნებიან, რომ ეს შენი საქმე არ არის, შეგეძლო სხვა სფეროში უფრო დიდი წარმატებისათვის მიგეღწია და ა.შ
არ მისცე არავის იმის უფლება, რომ ნეგატიური გავლენა მოახდინონ შენზე. მათ აზრს დიდი მიშვნელობა არ აქვს. დაიმახსოვრე, რომ მთავარი ის კი არაა რას ფიქრობენ ისინი, არამედ ისაა თუ რას ფიქრობთ თქვენ და რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც პოზიტიურ დამოკიდებულებას იჩენენ თქვენს მიმართ.
ამ ადამიანთა აზრები ხშირად შეიძლება ნეგატიურად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით მათი აზრი უმეტეს შემთხვევაში პოზიტიურია :
1. იმ ადამიანთა აზრები, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ ჩვენზე და კარგი სურთ ჩვენთვის.
2. ადამიანების აზრი, რომელთაც რეალური შესაძლებლობა აქვთ, რომ შენი მიზნის მიღწევაში დაგეხმარონ. მაგალითად, თუ გსურს რომ წარმატებას მიაღწიო რომელიმე კონკრეტულ სფეროში და არსებობს ადამიანი რომელიც ექსპერტია ამ დარგში და იმ შედეგებს აღწევს რისი მიღწევაც შენ გსურს,დამეთანხმებით,რომ ასეთი ადამიანის რჩევას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.
3. იმ ადამიანების აზრი, ვისთანაც საერთო მიზანი გაკავშირებს.
4. იმ ადამიანების აზრი, ვისთვისაც გსურს რაიმე ღირებულება შექმნა, პროდუქცია ან/და მომსახურება აწარმოო.
ზემოთჩამოთვლილთა რჩევების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ და წინ წავიდეთ ცხოვრებაში, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს მათი მოსმენა დამიჯერეთ, რომ არ ღირს . . .