მე-20 საუკუნის დასაწყისში, კანზასში, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ორმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ სულით ავადმყოფთა კლინიკა დაეარსებინათ.
ამ პერიოდში ასეთ კლინიკებში მიღებული იყო მეთოდი, რომელსაც „დასვენებასა და მკურნალობას“ უწოდებდნენ,თუმცა ამ ადამიანებმა მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი შესთავაზეს საზოგადოებას.
მათ მიზნად დაისახეს,რომ თავიანთ კლინიკაში რაც შეიძლება ოჯახური და მზრუნველი გარემო შეექმნათ.ამისათვის შეარჩიეს გამოცდილი მომვლელები, ჩაუტარეს მათ ტრენინგები, სპეციალური მომზადება და შთააგონეს,რომ თითოეულ პაციენტს რაც შეიძლება მეტი მზრუნველობითა და სიყვარულით მოპყრობოდნენ.
კარლ და უილიამ მენინგერები იყვნენ ადამიანები, რომელთაც დაარსეს მენინგერის კლინიკა და პაციენტებს სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდით უწევდნენ დახმარებას. მეთოდმა ძალიან გაამართლა და უამრავ სულით ავადმყოფს ადამიანს დაეხმარა გამოჯანრმთელებაში.
– სიყვარულს ადამიანის მკურნალობის უდიდესი ძალა გააჩნია.მას შეუძლია დაეხმაროს, როგორც იმ ადამიანს, რომელიც იღებს მას, ასევე მასაც ვინც გასცემს. სიყვარული სასწაულია, რომელსაც აღდგენისა და მკურნალობის იშვიათი პოტენციალი აქვს – გვეუბნება ექიმი კარლ მენინგერი.