“ყოველივე რეალურიც, ამ ქვეყნიურიც მძიმეა და მწვავე…ამიტომ გაურბიხარ მას, ამიტომ ემალები და გგონია, ვითომ მართლა გაექეცი და დაემალე…მაგრამ ამ ქვეყნიდან გაქცევა და სიზმარეთში ცხოვრება ასჯერ უფრო უარესია.
დღეს თუ ხვალ ეს ქვეყანა თვითონ დაგეწევა – ვერსად წახვალ! – და თვითონვე გაგაღვიძებს, მაგრამ ისე უხეშად, ისე მკაცრად შეგანჯღრევს, რომ სამუდამოდ დაგამტვრევს, დაგაგონჯებს, გაგაგიჟებს…ამიტომ ჯობია, რომ შენვე დაუბრუნდე სინამდვილეს, რეალურს, დაყრუებულთა, ბრმათა და განდეგილთათვის იგი გარდუვალია, მოუტეხავი, მძლეთა-მძლე და შეუნდობარი, ხოლო მორჩილთა და თვალხილულთათვის იგი ლმობიერია, მისანდობარი და ერთგული..”