Skip to content

მიმზიდველობა – ყველაზე ღირებული მახასიათებელი

ერთხელ ვიღაცამ მკითხა, როგორ გავზარდო შესაძლებლობები ჩემს ცხოვრებაშიო. ეს კარგი კითხვაა, თუმცა ვფიქრობ ჩემი პასუხი ცოტა გააოცებდა.

ყველასთვის ცხად საკითხებს გვერდი ავუარე. აღარ ვისაუბრე ბევრ შრომაზე, შეუპოვრობასა და მომზადებაზე. ისინი ისედაც ბევრს შრომობდნენ. მათ ჰქონდათ საუკეთესო თვისება – ეს ძიებაა. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა ,,რა აკლდათ?’’

მიმზიდველობა – ყველაზე ღირებული მახასიათებელი.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ წარმატება და შესაძლებლობები ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მოგვიანებით მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. შესაძლევლობა და წარმატება არ არის ყველაფერი, თუმცა ისინი მიმზიდველ ადამიანად ჩამოყალიბებაში გეხმარებათ.

აი რატომ მოგიწოდებთ უნარების განვითარებისკენ. თუკი ამას შეძლებთ, შეძლებთ თქვენ ხასიათთან, ჯანმრთელობასთან, ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. ეს ყველაფერი კი მიმზიდველ ადამიანად გაქცევთ. თქვენ მიიზიდავთ შესაძლებლობას. თავად შესაძლებლობები მოგძებნიან თქვენ. თქვენი რეპუტაცია წაგიძღვებათ წინ და ერთხელაც, ვინმე თქვენთან ერთად საქმის წამოწყებას აუცილებლად მოინდომებს.

მთავარია, არ შეჩერდეთ, განაგრძოთ პერსონალური განვითარება. ცოდნის, პიროვნების, ხასიათისა და რეპუტაციის დახვეწა უფრო მიმზიდველ ადამიანად გაქცევთ.

პერსონალური განვითარება უწყვეტი შანსია საკუთარი თავის განვითარების, მიმზიდველ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და სხვებზე გამვლენის მოხდენისათვის.