Skip to content

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა…

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- თამაშით არ დავიღლებოდი.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- არ გავიზრდებოდი.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა – „მე ,ბებია, ილიკო და ილარიონზე“ უფრო მეტს ვიტირებდი,ვიდრე ვიცინე.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა – იმ გაწუწულ ლეკვს ჩემს ორცხობილას ვუწილადებდი , ასე გამეტებით რომ ჩამეტენა გაყინულ ხელში.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა-კიდევ ერთხელ ვიტირებდი იმ ჩიტზე , დიდი ვაი-ვიშით რომ დავასაფლავე.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- ბოლო ხმაზე ვიყვირებდი, წლებს ყველაფერს გავატანდი ბავშვობის გარდა…

ბავშვობაში ყველას გვყავს ჩვენი „რედლი ბუა“ ,რომელზეც ფიქრი შიშს გვგვრის, მაგრამ ეს შიში იმდენად რეალურად გეჩვენება, გგონია, ცხოვრებაში ასე არაფრის , არასდროს შეგეშინდება.

და ბოლოს, თუ ძილის წინ საწოლის ქვეშეთში ისევ იხედებით, ჩათვალეთ ჯერ კიდევ ბავშვი ხართ.

ავტორი: მარიამ ნებიერიძე