იყო ასეთი შუალედური ტესტი, ღია კითხვებით, რომლის მაქსიმალური ქულა გახლდათ 15.0. ვიყავი მე, რომლიც ემზადებოდა ამ გამოცდისთვის 3 ღამე და ქონდა დიდი მოლოდინი, რომ “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,” მაგრამ…. ჩაიარა, ცუდად ჩაიარა, სულ რაღაც ქულა ნახევარი დააკლდა, სულ მცირე, სულ ცოტა დააკლდა რომ მქონოდა შესაძლებლობა ჩემს ეგოს ეყვირა „ მე ლიდერი ვარ!”, „მე ეს შევძელი!“
მე დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვნთაგანი, ვინც ეხლა ჩემს ესეს კითხულობს, მინიმუმ ერთ მსგავს შემთხვევას მაინც გაიხსენებს მის ცხოვრებში. შეუძლებელია ადამინმა განვლოს ცხოვრების ეტაპები ისე, რომ მსგავსმა 13.5-ებმა არ გაუშავონ ფერადი ოცნებები, არ ჩაუფუშონ დიდხანს ნაფიქრი მიზნები, ეჭვის თვალით არ შეახედონ საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს, არ აფიქრებინონ რომ მათ უბრლოდ მეტი არ ძალუძთ, ეს არის მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ და რომ ისინი არიან უბრალოდ „ერთ-ერთი“ .
არა! არამც და არამც არ ხართ ერთ-ერთი! ყველამ საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს ლიდერი! მე ის 13.5 ვარ რომლიც ბევრად მეტია ვიდრე 15.0, მე ის ლიდერი ვარ, რომელსაც არ სჭირდება მასა, რომლიც მას სცნობს ასეთად. მე მჯერა, მართლა მჯერა და მწამს, რომ ყველა ჩვენთაგანში მიედინება უხილავი მაგრამ ყველაზე დიდი, ძლიერი, მჩქეფარე ძარღვი, რომელსაც „მე ლიდერი ვარ“ ჰქვია და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული მისი შეგრძნება, ის ყველას გვაქვს, აბსოლიტურად ყველას, იმათაც ვინც 13.5 იღებს და იმათაც, ვინც ნანატრი 15 მიიღო.
დასასრულს მინდა გითხრათ, იმ დროის ყოველ მონაკვეთში, როცა ცხოვრება გაგრძნობინებთ, რომ თქვენ რაღაც არ გამოგივიდათ, ყოველ იმ წუთს, როცა თქვენ საშინლად უკმაყოფილო ხართ საკუთარი შედეგით, ვოველ იმ წამს, როცა თქვენ უბრალოდ გაიფიქრებთ, რომ იღბალი, ყოველთვის სხვის გვერდით იწონებს თავს, გახსოვდეთ ჩემი სიტყვები, ნუ დაელოდებით ცხოვრების „იღბლიან დარტყმებს“, ნუ დაელოდებით „როცა მოვას“, უბრალოდ „გაკვეთეთ ქარი, გააპეთ წყალი, გარდაიარეთ კლდენი და ღრენი, გასწით, გაკურცხლეთ“…. არასოდეს არ შეჩერდეთ და გახსოვდეთ არ არის აუცილებელი განაგებდეთ სხვის ცხოვრებას, მართავდეთ სხვის მიზნებს, იყოთ აღიარებული სხვებისგან და მიუთითებდეთ სხვებს რა აკეთონ, რომ იყოთ ლიდერი. ნუ გჭრდებათ მიმდევრები და თაყვანისმცემლები, იყავით ლიდერი საკუთარი თავისა! მართეთ საკუთარი მიზნები, გაიკვალეთ სურვილების ახდენის ყველა გაუკვალავი და ჩახლართული გზა, იყავით საკუთარი მისიის და ღირებულებების წინამძღოლი, პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ შეცდომებზე და ყველანაირად ეცადე რომ არ გაიმეოროთ ის, რაც ერთხელ შეგეშალა, იწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და უბრლაოდ ებრძოლეთ წარუმატებლობას, ებრძოლეთ ყოველთვის და ყოველ წამს და არასოდეს დანებდეთ!
მე დღეს 13.5 მქვია, მაგრამ ვარ ლიდერი! მე ლიდერი ვარ და იყავი შენც !!!