თავდაპირველად, მე მინდა ტერმინი მეწარმე განვმარტო. ვინ არის მეწარმე? არ დავეყრდნობი ზუსტ იურიდიულ განმარტებას და ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, მეწარმე არის ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ადამიანი.
რა არის ეკონომიკური განვითარება? ამ შემთხვევაში მე “კავკასიის უნივერსიტეტის” ვებ-გვერდზე ამოკითხულ განმარტებას მოვიშველიებ: “ეკონომიკური განვითარება მოიცავს ქვეყანაში შემოსავლების დონის ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით”. იმისთვის, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს შემოსავალი, საჭიროა მეტი სამუშაო ადგილი. ვინ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები? აქ შეიძლება ვიღაცამ უპასუხოს სახელმწიფო. თუმცა სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები ისევ გადასახადის გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება. ფულით, რომელიც სახელმწიფომ ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანა. არ იქმნება ახალი კაპიტალი. მეორე პასუხი არის მეწარმე. სწორედ მეწარმე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, აწარმოებს პროდუქციას, ყიდის მას და იხდის გადასახადებს. მეტი მეწარმე- მეტი სამუშაო ადგილი- მეტი ფული ბიუჯეტში. ამრიგად, მეწარმეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მთავარი როლი ენიჭება.
მეწარმეობის განვითარებას არა მარტო ეკონომიკური შედეგები მოაქვს არამედ პოლიტიკურიც. მეწარმეთა ფართო კლასი არის ქვეყნის სტაბილურობის და დემოკრატიულობის გარანტი. მეწარმეს ესაჭიროება ეკონომიკური თავისუფლება, რათა თავისი საქმე აკეთოს, ხოლო ამ ეკონომიკური თავისუფლების დასაცავად მას ჭირდება თავისუფალი სასამართლო, ლიბერალური მთავრობა, თავისუფალი მედია. ვინაიდან მეწარმეები წარმოადგენენ მქონებელთა ფენას, და უფრთხილდებიან თავის საკუთრებას, არჩევნებში ისინი ზომიერი ძალებს უფრო უჭერენ მხარს ვიდრე რადიკალებს.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მეწარმეობის გასავითარებლად? ჩემი აზრით, ნაკლები რეგულაციები და გადასახადები დაუწესოს ბიზნეს. უზრუნველყოს ბაზარზე თავისუფლად შესვლის და გამოსვლის პროცედურები, რათა იყოს დიდი კონკურენცია და არც ერთი მეწარმე მონოპოლისტად არ გადაიქცეს, რა შემთხვევაშიც უკვე მომხმარებლები ზარალდებიან. სახელმწიფო მთავრობის სახით, ირიბად თუ პირდაპირ ნაკლებად უნდა ჩაერიოს მეწარმეთა საქმიანობაში და მისცეს მათ თავისუფალი განვითარების საშუალება, რაც საბოლოო ჯამში ისევ სახელმწიფოს მოუტანს სიკეთეს.
ამგვარად მეწარმეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ხოლო ეკონომიკური განვითარება უკვე სამოქალაქო და დემოკრატიულ განვითარებასაც წინ სწევს.