სამწუხარო რეალობაა, რომ ნამდვილი სიყვარული ყველას არ ხვდება წილად. ზოგი მცირედითაც კმაყოფილდება, ზოგი კი მთელი ცხოვრება ძიებაშია, მაგრამ მაინც მარტოა. ამ ისტორიის გმირს კი გაუმართლა.
უინსტონ ჰოუპმა თავის საყვარელ მეუღლე ჯანეტთან ერთად 33 წელი იცხოვრა. ახლობლების თქმით, ეს იყო იდეალური წყვილი.
მაგრამ 20 წლის წინ, ჯანეტი მოულოდნელად გარდაიცვალა. თავზარდაცემული უინსტონი ადგილს ვერ პოულობდა, ბოლოს კი გადაწყვიტა, მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად რაღაც გაეკეთებინა.
მან მუხის ხეების დარგვა დაიწყო, რასაც მეზობლების განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება არ გამოუწვევია, ყველა ფიქრობდა, რომ უინსტონი ამას გულის გადასაყოლებლად აკეთებდა.
ჯანეტის მშობლიურ სახლთან 6 000 მუხა დაირგო და გაიზარდა. და მხოლოდ 20 წლის შემდეგ, ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც შორიახლოს აეროსტატით მიფრინავდა, დაინახა რა ხდებოდა- ჭალის შუაგულში უზარმაზარი სიცარიელე იყო, რომელსაც გულის ფორმა ქონდა. შიგნით კი ულამაზესი ნარცისები ხარობდნენ.
ალბათ უინსტონს იმედი ჰქონდა, რომ მისი მეუღლე ამ გულს ზეციდან დაინახავდა.