გერმანულად მოლაპარაკეებს მოსწონთ იმის წარმოსახვა, თუ სად მიდის ეს ქალი, ხოლო ინგლისურად მოლაპარაკეებს – მის მოგზაურობაზე უყვართ ფოკუსირება. ბილინგვისტი კი, ამაზე ერთდროულად ფიქრობს.
სად მიდის ქურდი? უფრო ზუსტ პასუხს მიიღებთ, თუ ამ კითხვას გერმანულად დასვამთ. როგორ შეძლო გაქცევა? ამ შემთხვევაში ინგლისურზე გადმოდიხართ. ორივე ენაზე მოლაპარაკეები მოქმედებაზე სხვადასხვა აქცენტს აკეთებენ და მიღებული შედეგი მოქმედებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ სამყაროს. ასევე, დამტკიცდა, რომ ბილინგვისტები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ მუშაობისას, რადგან მათი გონება უფრო მოქნილია.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ენების ცოდნას შეუძლია დაგვეხმაროს, სწრაფად დავინახოთ და მივაქციოთ ყურადღება სამყაროს გარკვეულ თვისებებს. მაგალითად: რუსულენოვანებს ინგლისურენოვანებზე სწრაფად შეუძლიათ, გაარჩიონ ლურჯის ელფერები.
ადამიანებს, რომლებიც ბევრ სხვადასხვა ენას ფლობენ, აქვთ განსხვავებული აზროვნება, რის შედეგადაც მეცნიერებაში გაჩნდა კითხვა: „შეუძლია ორ სხვადასხვა გონებას, იარსებოს ერთ ადამიანში?“
ლანკასტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ათანასოპოულოსი და მისი კოლეგები დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ აღიქვამენ მოვლენებს ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი მოლაპარაკეები. ინგლისელებს სიტუაციის აღწერის სხვადასხვა გრამატიკული ხერხები აქვთ. მაგალითად: „I was sailing to Bermuda and I saw Elvis” არ არის იგივე, რაც “I sailed to Bermuda and I saw Elvis.” ხოლო გერმანელებს არ აქვთ ასეთი ფორმები.
ეს ლინგვისტური განსხვვავებები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ აღიქვემენ ამ ორი ენის მოლაპარაკეები მოვლენებს. ათანასოპოულოსმა და მისმა კოლეგებმა ამ მშობლიურ ენებზე მოლაპარაკეებს სთხოვეს, ენახათ ვიდეო, სადაც ხალხი დადის, დარბის ან ატარებს მანქანას. შედეგად მიიღეს ის, რომ გერმანელები ფოკუსირებას ახდენენ შესაძლო შედეგებზე, რომლებიც ადამიანების ქმედებებს მოჰყვება, ხოლო ინგლისელები უფრო მეტ ყურადღებას თვითონ ამ ქმედებებს აქცევენ.
მეორე ენის ცოდნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩარჩოების აღქმაში. ათანასოპოულოსი ამბობს: „სხვა ენის ცოდნა სამყაროს აღქმის ალტერნატიულ შესაძლებლობას გაძლევს.“
ემორის უნივერსიტეტის მეცნიერი, ფილიპ ვოლფი ამბობს:“თუ ბილინგვისტი ხარ, შესაძლებლობა გაქვს, განიხილო სხვადასხვა პერსპექტივა, დაბრუნდე ან/და წახვიდე წინ.“
თუმცა მკლევარები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ენის მნიშვნელოვან როლს აზროვნებაში, სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ლეჰაის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ბარბარა მელტი ამტკიცებს, რომ ხელოვნურ ლაბორატორიაში ადამიანი უფრო მეტად ეყრდნობა ენას, ვიდრე ჩვეულებრივ გარემოში. ის ამბობს: „ზოგ შემთხვევაში, ყურადღებას ვაქცევთ ქმედების შედეგს, ზოგ შემთხვევაში კი, თვითონ ქმედების მიმდინარეობას. ყველაფერი დამოკიდებულია ცხოვრებისეულ სიტუაციაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენა არის ობიექტივი, რომლის მეშვეობითაც ვუყურებთ სამყაროს.“