Skip to content

მარკუს ავრელიუსი: როგორ დავდგეთ სხვის აზრზე მაღლა?

უთხარით თქვენს თავს: ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად ვხვდები შეიძლება მომაბეზრებლები, ქედმაღმაღლები, ეჭვიანები და მოსაწყენები იყვნენ, მაგრამ ისინი ასეთები არიან, რადგან კარგსა და ბოროტს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. მაგრამ მე ხომ ვიცი რა არის მშვენიერება და რა სიმახინჯე, ვაცნობიერებ, რომ გზასამცდარსაც ისეთივე ადამიანური ბუნება აქვს როგორიც მე – შეიძლება იგივე სისხლი და წარმოშობა არა, მაგრამ მსგავსი გონება და სხვა მრავალი ღვთაებრივი საჩუქარი.

არავის შეუძლია სიმახინჯეში ჩამრიოს.. არც მე უნდა გავბრაზდე ჩემს ნათესავზე და მძულდეს იგი. ჩვენ იმისთვის დავიბადეთ, რომ ერთად ვიცხოვროთ.. ერთმანეთისთვის ხელის შეშლა ჩვენს ბუნებას ეწინააღმდეგება. სხვაზე გაბრაზება, მისთვის ზურგის შექცევა – ეს წინააღმდეგობაა.

აირჩიეთ ტკივილის გარეშე ცხოვრება და ზიანს ვერავინ მოგაყენებთ. ნუ იგრძნობთ ტკივილს და ის არ შეგეხებათ.

ჩვენ ჩვენი თავი სხვა ადამიანებზე მეტად გვიყვარს, მაგრამ სხვისი აზრი უფრო მეტად გვაღელვებს, ვიდრე საკუთარი.

ვერავინ დაგინგრევთ ცხოვრებას, თუ თქვენს თვისებებს ვერაფერს დააკლებს.

სიმშვიდე მაშინ დაგეუფლებათ, როდესაც შეწყვეტთ იმაზე ფიქრს, თუ რას ამბობენ, ფიქრობენ და აკეთებენ სხვები და მხოლოდ თქვენს საქციელზე იფიქრებთ.

სისულელეა გაექცე სხვა ადამიანების შეცდომებს. მათ თავს ვერ აარიდებ. საკუთარი შეცდომებს გაექეცით. დატოვეთ სხვისი შეცდომები იქ, სადაც არიან.

ამგვარი სიკეთე უძლეველია. ის გულწრფელია და მასში არაფერია ირონიული.

თარგმანი: 4motivi.com