Skip to content

მარკუს ავრელიუსი: კეთილზე ფიქრი

უნდა შეეჩვიო მხოლოდ კეთილზე ფიქრს, რათა, ანაზდად რომ გკითხონ: რაზე ფიქრობთ ამ წუთასო, შეგეძლოს გულახდილად მიუგო მყისვე, რაზე ფიქრობ, ან რა გაქვს გულში;

რადგან შენი ნაფიქრალი უშუალოდ ცხადყოფს, რომ შენში ყველაფერი უბრალოა, კეთილი და საზოგადოებრივი არსების ღირსი, არსებისა, რომელსაც სძაგს ყოველგვარი განცხრომა და შვება, ყოველგვარი ცილობა, შური, ლალვა და მეჭველობა, ერთი სიტყვით, ყოველივე ის, რის ოდენ ხსენებაც კი შეგარცხვენდა, თუ აღიარებდი, რომ შენს სულშია მისი სამყოფელი.