ტეტჩერს მანამ არ შევხედრილვარ, სანამ მასთან მუშაობა არ დავიწყე. ჩვენი ურთიერთობა აეწყო. მან არჩევნები მოიგო და დაუნინგ-სტრიტზე გადავედით. მალე მასთან ერთად მოგზაურობა დავიწყე. ჩვენ შორის ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა. შესაძლოა ეს იმიტომ, რომ არასოდეს მივიჩქაროდი სახლში მეუღლისთვის ვახშმის მოსამზადებლად. მასთან კვირის განმავლობაშიც კი არ ვიყავი. მე შემეძლო მარგარეტთან დავჩენილიყავი და მისთვის რაიმე გამეკეთებინა. მასთან მეჭორავა ან კარადის დალაგებაში დავხმარებოდი. მე ყოველ კვირა მივდიოდი სახლში. იგი ყოველთვის მგრძნობიარე იყო იმათ მიმართ, ვისაც ოჯახები ჰყავდათ. ეუბნებოდა ხოლმე: „ძვირფასო, სახლში წადი“.
მე მხარდამჭერის როლი მქონდა. იქ იმისთვის ვიყავი, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ მისი პირადი ცხოვრება შეუფერხებლად მიდიოდა. ჩვენ ყოველი გამგზავრების წინ ვხვდებოდით. ვეცნობოდით პროგრამას და ვწყვეტდით რომელ ღონისძიებზე რას ჩაიცვამდა.
1987 წელს იგი პირველად მიემგზავრებოდა რუსეთში. უმეტესობა ტანსაცლისა მისი ხელნაკეთი იყო. ყველა კაბას ან კოფთას ბაფთებსა და რაღაცებს უკეთებდა. ქალბატონი ტეტჩერი რუსეთში წავიდა და იგი საოცრად გამოიყურებოდა. ის შარვალს არასოდეს ატარებდა. ყოველთვის ოფიციალური ტანსაცმელი მოსწონდა, სახლშიც კი.
ვინაიდან, დედა მკერავი ჰყავდა, მან ზუსტად იცოდა როგორ უნდა მოეჭრა და შეეკერა.
ყველა კოსტიუმს სახელი ჰქონდა. უმეტესად სახელები იმ ადგილებისა იყო, სადაც ისინი ეცვა. მაგალითად, „მადრიდის ვარდისფერი“ან „პრაღის მწვანე“.
უყოყმანოდ შემეძლო მეთქვა: „ასე ვერ წახვალ“, „მაკიაჟი არ ვარგა“. „თმა არეული გაქვს“.
ვფიქრობ მას თავის პოლიტიკოს მეგბრებთან ყოფნა იმაზე მეტად მოსწონდა, ვიდრე სხვა რამ. მას ძალიან ცოტა ახლო მეგობარი ჰყავდა. რა თქმა უნდა, თავისი და და რამდენიმე საუკეთესო მეგობარი.
ფოლკლენდის ომმა მისი ნამდვილი ფერები აჩვენა. მე მასთან, დაუნინგ-სტრიტზე დავრჩი. მთელი ღამე საძინებელში, იატაკზე ვისხედით და მსოფლიო ამბებს ვუსმენდით. გათბობა გამორთული იყო და ოთახში ორი ელექტრო ღუმელი იყო. ყოველდღე ბრიფინგებზე დადიოდა ამ დროს მე ვიძინებდი, ის კი არა. ფაქტობრივად, მას სამი თვე არ უძინია. ის დაუჯერებლად ძლიერი და შეუპოვარი იყო.
1988 წლის შობას, ჩემი მეუღლე გზაზე დაეცა. საშინელი დღე იყო. იმ ღამით მან დამირეკა ჩემი მეუღლის მდგომარეობა რომ გაეგო. ის ყოველთვის თანამგრძნობი იყო. მე ვუთხარი: „მისმინე, შენ არ უნდა მირეკავდე, რადგან არანაკლებ რთული დღე გქონდა“, მაგრამ მან მიპასუხა: „ არა, მე უნდა მცოდნოდა როგორ იყო“. მიუხედავად მისი ამ რბილი და მგრძნობიარე მხარისა, ის ყოველთვის „რკინის ლედი“ იყო.
ის ბევრ მძაფრ-სიუჟეტიან წიგნებს კითხულობდა, განსაკუთრებით შვებულებისას. მაგრამ ახალ ამბებს მოწყურებული იყო, ამიტომ მოგზაურობისას CNN უწყვეტად გვქონდა.
ის ძალიან სუფთა ადამიანი იყო. ყოველთვის უთმობდა დროს კარადების დალაგებასა და საკუთარი ფეხსაცმელების გაწმენდას. ეს მისთვის განტვირთვაც იყო.
მისი იუმორი ძალიან მშრალი იყო. ზედმეტად სერიოზული ცხოვრებით ცხოვრობდა. პოლიტიკზე დიალოგი უყვარდა. მას და რონი რეიგანს პოლიტიკის მიმართ დიდებული დამოკიდებულება ჰქონდათ. იგი აღფრთოვანებული იყო მისით და გორბაჩოვით. ყოველთვის ამბობდა რომ მოხიბლული იყო მისით და იმით, რაც მან მსოფლიოსთვის გააკეთა. ანალოგიურად ისიც, მარგარეტს აღმერთებდა. გორბაჩოვი ეფლირტავებოდა კიდეც და თვალები უბრწყინავდა, მაგრამ მარგარეტს არ ადარდებდა.
როდესაც გაზეთებში არასწორ ინფორმაციას ვკითხულობდი ძალიან ვღიზინდებოდი. მას არასოდეს სურდა ვინმესგან ტაშის დაკვრა, რადგან მან ყველაზე კარგად იცოდა თავისი სიმაღლე და ის, თუ რა გააკეთა. ვფიქრობ მამამისმა ჩაუნერგა „გააკეთე შენი მაქსიმუმი და ნურასოდეს გაჰყვები ბრბოს“. ეს მისი პოლიტიკა იყო.
მე მას ბოლომდე დავიცავ, რადგან იგი ჩემს ცხოვრებაში ვარსკვლავი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. შევეცადე მისთვის რაც შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა. მან მასწავლა, რომ ერთი საქმე უნდა აკეთო და მთლიანად მასზე კონცენტრირდე.
ვფიქრობ, მან ამ ქვეყნის ქალებისთვის ბევრი რამ გააკეთა. ყველაფერი გააკეთა ბრიტანეთისთვის. ის ჩემთვის გასული საუკუნის უდიდესი პრემიერ-მინისტრი იყო.
სინტია კროუფორდი
მარგარით ტეტეჩერის პირადი ასისტენტი 1978წ-დან