რამდენიმე წლის წინ კიანუს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ოჯახის შექმნას, ასე უპასუხა: ,,40 – უკვე ბევრია! და რას მივაღწიე ამ დროის მანძილზე? ტედი და ნეო ვითამაშე? ბავშვი დავკარგე და საყვარელ დას ვკარგავ? მოვრჩეთ ამაზე, რაღაც ყველაფერს შავად ვხედავ… ოჯახის შექმნა კარგი იქნებოდა, მაგრამ სად უნდა შევხვდე ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემთან და ჩემს შავ ფიქრებთან ცხოვრებას დათანხმდება?! ”
ის დღეს 51 წლის გახდა.
თეატრალური სკოლის მეგობარი ალან პაუელი იხსენებდა, რომ რივზი საკუთარ თავზე არასდროს არაფერს ყვებოდა:
”შეიძლება, დღე და ღამე მასთან ერთად იყო და სამი წლის შემდეგ ვიღაც უცხო კაცი ბავშვობის განუყრელ მეგობრად გაგაცნოს”.
ჰოლივუდელ ვარსკვლავს კი ცხვორებაზე განსხვავებული შეხედულება აქვს:
„მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება.
სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი – საერთოდ ოჯახი.
სადაც ცინგლიანი ბავშვები წარამტებულები არიან, თუკი მამის მანქანას ჩაიგდებენ ხელში და ვისაც ოდნავი ძალაუფლება მაინც აქვს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ.
სადაც ხალხი თვალთმაქცურად, ხელში ალკოჰოლის ჭიქით აცხდებს, რომ მას რელიგია სწამს, მაშინ როცა ოდნავი კავშირიც არ აქვს საკუთარ რელიგიასთან.
სადაც მოკრძალება მინუსად ითვლება. სადაც ხალხს სიყვარული დაავიწყდა და ისინი მხოლოდ საუკეთესო პარტნიორს ეძებენ.
სადაც ბიჭები , მშობლების ფულს კლუბებში, გართობასა და ნარკოტიკებში ფლანგავენ, გოგონებს კი ისინი მოსწონთ.
სადაც ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ორივეს ერთად თავისუფალი არჩევანი ჰქვია.
მე ვირჩევ ჩემს გზას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად ცდილობს საკუთარი გზის პოვნას“.
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა