Skip to content

„მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავ“-ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი უპასუხო სიყვარული.

ამბობდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სასიყვარულო გრძნობების უპასუხობამ მის შემოქმედებაზეც იქონია გავლენა, წერდა სიყვარულზე,უფრო სწორად მიტოვებულ სიყარულზე ,სადაც მკითხველი უდავოდ აღმოაჩენს საკუთარ თავს თუ ოდესმე მასაც სწვავდა ეს საოცარი, მხურვალე გრძნობა. . .

პირველი იყო დელფინია, ფრანგი ქალი, რომელმაც მონუსხა ქართველი მეხოტბე. ფრანგმა ლამაზმანმა იმავე გრძნობით ვერ უპასუხა პოეტს და სიყვარულზე უარი განუცხადა… ბარათაშვილმა მას ლექსიც მიუძღვნა სახელწოდებით „ასტრა“, რომელიც ფრანგულად „ვარსკვლავს „ნიშნავს. „ვინ არის ეგ უცნობი ასტრა. ეს ავტორის საიდუმლოა. იგი არ წერდა არც შენთვის, არც საზოგადოებისთვის, სწერდა მხოლოდ მარტო მისთვის (ქალისთვის). მას (ქალს) ესმის ავტორისა და ავტორი ამით კმაყოფილია. რაღა უნდა ავტორს ამის მეტი?“ (ნ.ბარათაშვილი).

შემდეგი და უკანასკნელი იყო ეკატერინე ჭავჭავაძე,ბარათაშვილი ელისაბედ ორბელიანის სახლში წვეულებაზე მიიპატიჟეს, სადაც ეკატერინეც იმყოფებოდა. პოეტს ვეღარ გაუძლია საყვარელი ქალის სიახლოვისგან მოზღვავებულ გრძნობისთვის და, როგორც იონა მეუნარგია იგონებს, წვეულებიდან ყაფლან ორბელიანის სახლში მისულა, სადაც მას მეგობარი, ლევან მელიქიშვილი დახვედრია და მისთვის გული გადაუშლია: ლევან, ლევან გავგიჟდი. „მეტი აღარა ვარ. ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია. ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესსო“…

ცნობილია ფაქტი,რომ როდესაც ეკატერინემ დადიანზე გათხოვების ამბავი შეიტყო, იგი ბარათაშვილთან მივიდა აცრემლებული, მაგრამ საქმის ნამდვილი ვითარება ვერ გაუმხილა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთად ყოფნა ვერ შედგა, ეკატერინე ჭავჭავაძეს თავის ქორწილში გონება დაუკარგავს, ვარაუდობენ რომ ისინი დაქორწინების დღიდან ბედნიერები არ ყოფილან . . .

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მგოსანი წერს : „ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი, და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!“

მიუხედავად იმისა,რომ მათი სიყვარული და თანაცხოვრება ვერ შედგა , პოეტი სულეთის სამყაროში სიყვარულით გულანთებული წავიდა, რადგან სიკვდილი სიყვარულთან ხომ უძლურია…

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა!

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ