თქვენც აუცილებლად უნდა იცოდეთ მათ შესახებ,თუ მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში.
უოლტერ ელიას დისნეი
,,ზოგჯერ წარმოსახვის უნარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა“ – ამბობდა იგი.
თამამად ვეტყოდი:
დიახ, თქვენ მართალი ხართ მისტერ უოლტ ! ! !
მოდი და ნუ დაეთანხმები ადამიანს, რომლის წარმოსახვის ნიჭმა ისეთი ცნობილი ანიმაციური ფილმების გმირები შექმნა,როგორიცაა :
მიკი მაუსი, დონალდ დაქი, დამბო, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, კონკია, პინოქიო, ვინი პუხი,ბემბი, პიტერ პენი,მეფე ლომი, ჯუნგლების წიგნი და კიდევ სხვა უამრავი ჩვენთვის საყვარელი და დაუვიწყარი ნაწარმოები.
მუშტი კბილებში
“ჩემი ცხოვრების ყოველი გაჭირვება, დაბრკოლება და ტკივილი იყო ყველაფერი ის, რის გამოც ძლიერ ადამიანად ჩამოვყალიბდი. შეიძლება მაშინ ვერ მიხვდე ამას და ახლა შეიძლება სასაცილოდაც კი მოგეჩვენოს, მაგრამ კბილებში მოხვედრილი მუშტი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია იმ საჩუქრებს შორის, რომელიც შეიძლება ამ სამყაროსაგან მიიღო”- უოლტ დისნეი
1919 წელს უოლტ დისნეის მსახიობური კარიერა კანზას სითის ერთ-ერთ გაზეთში დაიწყო. დისნეი გაზეთისათვის სასაცილო პოლიტიკურ კარიკატურებს ხატავდა. და მისდა საბედნიეროდ სწორედ აქ გაუკეთა სამყარომ უოლტ დისნეის ის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელსაც მან ,,მუშტი კბილებში“ უწოდა. იგი მალევე დაითხოვეს სამსახურიდან, იმ მიზეზით, რომ არ გააჩნდა ისეთი წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარი, რომ ამ გაზეთისათვის სარგებლობა მოეტანა…
მისი წარმატება
გაზეთიდან გამოშვებულ დისნეის საკუთარი შემოქმედებითი უნარის სიძლიერეში ეჭვიც არ შეპარვია.
მალე იგი ანიმატორ უბე ივერკს შეხვდა და მათ გადაწყვიტეს დაეარსებინათ ანიმაციური სტუდია “Iwerk-Disney Commercial Artists”. სწორედ აქედან იწყება უოლტ დისნეის წარმატების გზა და ოქროს ხანა ანიმაციის ეპოქაში.
პროდუსერი, რეჟისორი, სცენარის ავტორი, ანიმატორი,გამხმოვანებელი, პოპულალური შოუმენი და წარმატებული ბიზნესმენი. აი,ასეთი უნიკალური პიროვნება იყო უოლტ დისნეი…
სამყაროს ისტორიაში ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ამდენი პროფესია ისე წარმატებით შეეთავსებინოს, როგორც მას…
მისი წარმატების საიდუმლო
ეს ადამიანი ხალხისთვის მუშაობდა, ქმნიდა იმას , რაც ადამიანებს სიამოვნებას გვრიდა და შთააგონებდა მათ. ძალიან უყვარდა თავისი საქმე და გამოირჩეოდა საკუთარი შესაძლებლობების რწმენითა და შემოქმედებითი უნარის მაღალი დონით. და რასაკვირველია ამ ყველაფრის ერთიანობა განაპირობებდა მის წარმატებას…
.
.
.
.
დისნეის სტუდიაში ახალ ანიმაციურ ფილმზე მუშაობდნენ, როდესაც ამ უბედნიერესმა მილიონერმა მთელი შენობა მოიარა, ყველას აზრს ეკითხებოდა და დაუღლელად იმეორებდა შეკითხვებს : რა არ მოგწონთ? რა მოგწონთ? რისი შეცვლა გსურთ? ასე უკეთესი ხომ არ იქნებოდა? და როდესაც უკვე ყველა გამოკითხა და ყველა წვრილმან საქმეს მორჩა მოგვიტრიალდა და სასიამოვნო ღიმილით განათებული სახით გვითხრა:
“ასე გააგრძელეთ ჩემო ძვირფასო ბიჭებო”. შემდეგ შეტრიალდა და თავის კაბინეტში შევიდა. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ უკანასკნელად ვნახეთ იგი – იხსენებს რობერტ შერმანი (მუსიკის ავტორი დისნეის ანიმაციური ფილმებისათვის).