მას შემდეგ რაც კომპანია Apple დაარსდა სტივ ჯობსი მთელ დროს სამუშაოს უთმობდა. ის ყველა თათბირს პირადად ესწრებოდა და მხოლოდ ერთხელ გამოტოვა იგი, მიზეზი კი სავარაუდოდ საპატიო უნდა ყოფილიყო. როგორ დაუშვა ამ საქმისთვის თავდადებულმა ადამიანმა საყვარელი საქმე სხვა რამეში გაეცვალა. ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო: ჯობსმა საქმიანი შეხვედრა პირველ პაემანში გაცვალა. პაემანი მშვენიერ გოგოსთან, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. სტივი უნივერსიტეტში საჯარო ლექციის წასაკითხად მიიწვიეს, აუდიტორიაში ლექციას ასევე ესწრებოდა მისი მომავალი მეუღლე ლორენ პაუელი. სტივს ის დანახვისთანავე მოეწონა და გადაწყვიტა, მას საკუთარი გამოსვლის შემდეგ გაცნობოდა. მათ ტელეფონის ნომრები გაცვალეს.
სტივს არ სურდა დიდხანს ლოდინი და გადაწყვიტა ლორენი იმ დღესვე დაეპატიჟებინა ვახშამზე. მაგრამ არსებობდა ერთი წინააღმდეგობა მას საქმიანი შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. როცა სტივი ავტომობილში ჯდებოდა საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა: ,,რას გავაკეთებდი, თუ ეს ჩემი უკანასკნელი დღე იქნებოდა?“ ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, ის უნივერსიტეტში შებრუნდა, იპოვნა ლორენი და თან წაიყვანა, ამ დღის შემდეგ ისინი ერთმანეთს არასდროს დაშორებიან.
გააზრება იმისა, რომ მარადიული არაფერია – სწორედ რომ ესაა ნამდვილი სიბრძნე. თუ ადამიანს ახსოვს ეს, მასში იბადება რისკზე წასვლის სიმამაცე და ადამიანი ერთვება თამაშში, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ.
თქვენც რაც შეიძლება ხშირად დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვა. ამ შემთხვევაში შეძლებთ კონცენტრირებას ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე. მოიქეცით ასე, ვიდრე გვიან არ არის!
რას გააკეთებდით, თუკი გეცოდინებოდათ, რომ ეს თქვენი უკანასკნელი დღეა?