Skip to content

აფხაზეთიდან აფხაზეთამდე….

  აკრძალული ქალაქის სევდა

სოხუმი ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ოდესმე იყო ქართველთათვის. აკრძალულ სივრცეში შეღწევას მრავალთაგან მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ. შეჩერებულ წამებში მასთან განშორების თექვსმეტწლიანი მონაკვეთი ჩატეულა თითქოსო. ის ყრუ კედელიც იგრძნობა, ჩვენთვის აკრძალულ ქალაქსა და ჩვენს შორის რომ აღმართულა.

   ბერიკაცი და ჩვენებური მტრედები

 …უპოვარი ეთქმოდა ბერიკაცს. ზამთარ–ზაფხულ ერთი და იგივე, რუხი ფერის ლაბადა ეცვა, ზურგზე კი ტომარა ეკიდა. ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით დადიოდა. ხან დრამატული თეატრის წინ, ხანაც პარკში ნახავდით. გამოჩნდებოდა თუ არა მის გარშემო წრეს შეკრავდნენ ფრთოსნები. ზოგი ზურგზე შემოასკუპტებოდა, ზოგიც ხელზე ჩამოეკონწიალებოდა..იდგა მესვეტესავით, ხელს არ აუქშევდა..კმაყოფილი იმითაც რომ ამ ქვეყნად რაგაც მისია ჰქონდა. არავინ იცის ვინ იყო, საიდან მოიდოდა ან სად მიდიოდა…! ვერც გაღიმებულს ნახავდით, ვერც ვინმესტან მოლაპარაკეს. მდუმარედ იყო! თავზე დატეხილ რაღაც უბნედურებას ინახავდა საიდუმლოდ (ამას სოხუმიდან დაშორებული ვხვდები, თორემ იქ ამაზე არსოდეს დავფიქრებულვარ). ბერიკაცს თითქოს მტრედების ენა ესმოდა, საათობით იდგა წრეში და მათ ღუღუნს უსმენდა.

როდესაც ზღვისპირეთში სიმშვიდე ტყვიების ზუზუნმა და ავტომატების კაკანმა დაარღვია, მტრედები გაქრნენ ალმოდებული ქალქიდან. ქალაქში არც ის ბერიკაცი გამოჩენილა. ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრები სხვა ჩანახატივით ომმა ისიც მუქი საშლელით წაშალა. ავი ჟამი დაუდგა ზღვისა და მტრედების ქალაქს..