თუ აპირებ კარგი პოლიტიკოსი იყო , გახსოვდეს, რომ არის რამოდენიმე წვრილმანი, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიო:
პირველი – უნდა იყო ამ თანამდებობისათვის ვარგისი კაცი. საამისოდ კი საჭიროა საფუძვლიანად შეისწავლო ძველი და ახალი ისტორიები და დაეუფლო ენებს. უნდა ზედმიწევნით იცოდე სხვადასხვა ქვეყნების წყობილება და იქაური მმართველობის ყაიდა – მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. უნდა იცოდე ძველი და ახალი იმპერიების აღზევებისა და დაცემის მიზეზები და დაუფიქრდე ამ ამბებს. უნდა იცნობდე შენს საზოგადოებას, უნდა გაინტერესებდეს რას ფიქრობენ და რა სურთ. უნდა იცოდე რა ძალა გააჩნია თითოეულ სახელმწიფოს და რითი ვაჭრობს იგი. ეს გარემოებები შეიძლება არამნიშვნელოვნად მოგეჩვენოს, მაგრამ კარგმა პოლიტიკოსმა აუცილებლად უნდა იცოდეს ისინი.
არის კიდევ რამოდენიმე თვისება,რაც ადამიანმა უთუოდ უნდა გამოიმუშაოს,რათა ამ საქმის პრაქტიკულ მხარეს კარგად მოერგოს.
1. ეს თვისებაა, რომ შეგეძლოს თავის დაძლევა,რათა ამ გრძნობამ არა გარემოებაში არ დაგაკარგვინოს წონასწორობა.
2. ეს თვისებაა, რომ შეგეძლოს მოისმინო ფუქსავატური, საფუძველს მოკლებული, თუგინდ თავხედური მსჯელობანი.
3. ეს თვისებაა ტაქტი – რომ შეგეძლოს მსჯელობას არ დაეთანხმო , მაგრამ ამით არავის აწყენინო. ხოლო თუ დაეთანხმე ისეთნაირად დაეთანხმო, რომ ის კაცი ორმაგად მადლიერი დარჩეს.
4. ეს თვისებაა გამჭრიახობა, რომ სხვების სახეზე ნაფიქრალი ამოიკითხო
5. ეს თვისებაა მოქნილობა – ნიშნავს ისე დამალო სიმართლე, რომ ტყუილი არ თქვა.
აი თვისებანი, რომელიც ყოველ ეფექტურ პოლიტიკურ მოღვაწეს უნდა გააჩნდეს..
ამონარიდი წიგნიდან: ჩესტერფილდი – წერილები ჩემს ვაჟს