თითოელი ჩვენგანი ყოველ დილით საკუთარი პრობლემებით თავგამოტენილები გავდივართ სახლიდან.. ქუჩაში გასულები ვერც კი ვამჩნევთ, რომ ვიბღვირებით და სხვების სახესაც ამავე მდგომარეობაში ვხედავთ…არ ვიცი ადრეც ასე იყო თუ არა, მაგრამ ამ ამბავმა ბოლო დროს მეტად შემაწუხა…
ერთამანეთს აღარ ვუღიმით, თბილად მისალმების ნაცვლად, ნახევრად ვუხრით თავს(მხოლოდ იმიტიომ, რომ უზრდელად არ ჩაგვთვალონ), ერთმანეთის ამბის მოკითხვა და სასიამოვნო დღის სურვება ხომ გვავიწყდება და გვავიწყდება….
ქუჩაში გასულს მეჩვენება, ადმანიებმა ერთმანეთზე უარი თქვეს.
ასე უერთმანეთოთ დიდხანს ვერ გავძლებთ..
იდეა მაქვს: იმის მაგივრად, რომ ჩვენი უსიამოვნო სახის გამომეტყველებით სხვასაც გუნება გავუფუჭოთ(უმრავლესობას უკვე გაუფუჭებული აქვს) და კიდევ მეტად ჩავახედოთ საკუთარი მდგომარეობის უსუსურობაში, პირიქით მოვიქცეთ და ერთმანეს დავეხმაროთ…როგორ..?..
მარტივად: უბრალოდ გულწრფელად გავუღიმოთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს..
და დააკვირდით რას იგრძნობთ: სითბოს, სიხარულს, თანადგომას, საოცარ სიძლიერეს და კიდევ რაღაცას, რასაც ვერ ახსნით..მაგრამ ხვდებით რომ სწორედ ეს რაღაც არის ის, რაც ცხოვრებას აცოცხლებს…
გამომგზავნი/ავტორი: ანი ციცქიშვილი