Skip to content

ისტერიულობის ნიშან-თვისებები

ყოველგვარი, სიახლის და ამოუცნობი მოვლენებისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. ისტერიულ პიროვნებებებს აქვთ შიში ,,სასრულობის” აუცილებლობისა და თავისუფლების წინაშე, ეს ადამინები აშკარად  ელტვიან ცვლილებებს,  თავისუფლებას და სიამოვნებით მიდიან ყოველგვარ რისკზე. მათ აშინებთ შეზღუვები და დადგენილი წესები, ეს ადამინები ცხოვრობენ პრინციპით,,ის რაც ერთხელ მოხდა სათვალავში ჩასაგდბი არაა “ეს ნიშნავს; რომ ისინი არაფრის წინაშე არ იღებენ საბოლოო ვალდებულებას, რადგან არაფერს არ შეიძლება ჰქონდეს, მარადიული ღირებულების პრეტენზია. ბუნებრივია ადამინს ყველაზე მეტად იმის ეშინია,  რაც მას აუცილებლობის სახით წარმოუდგენია .

კაუზალობის კანონი ერთ-ერთ რეალობაში ადამიანის მიზან-შედეგობრივ არსებობას ადასტურებს. მიზეზისა და ზეგავლენის, მოქმედებისა და  შედეგის შესახებ.  ეს კანონი გვაიძულებს დავიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს დავიმსახურებთ. ისტერიული პიროვნება კაუზალობის კანონს უგულებელოფს, რადგან ის მას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს.  ისტერიულ პიროვნებებს ხშირად უჩნდებათ გაურკვეველი მოლოდინები და იმედი იმისა, რომ სასწაულების წყალობით შეძლებენ ნებისმიერ გასაჭირს დააღწიონ თავი. ამის წარმოდგენის უნარი მათ ვირტუალურად აქვთ ბოძებული.