„ვინ იყო იოსებ სტალინი? ეს დილემური კითხვა დგას მსოფლიო საისტორიო მეცნიერების წინაშე, მაგრამ ამ გრანდიოზულ თემას მარტოოდენ ისტორიულ–მეცნიერული გააზრება ვერ გასწვდება.
სტალინის ფენომენი სულიერი მეცნიერების და ფილოსოფიის დარგი უფროა, მერე კი ისტორიის ფილოსოფიის საკვლევი საგანი, რადაგან სტალინის გარეგნულად წინააღმდეგობრივი ბუნება–ხასიათი ვერ ჯდება რომელიმე ტრაფარეტული მეცნიერების კანონიკურ ჩარჩოებში.
იოსებ სტალინი კანონგარეშე მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით ანუ ყველაზე არაორდინალური,თავისთავადი და განუმეორებელი მოვლენა. სტალინმა შეცვალა მსოფლიოს მოწყობის მასონური გეგმა და არ მისცა მათ გასაქანი. რკინის ხელით მართავდა ყველას და ყველაფერს ენერგეტიკული თუ ფიზიკური თვალსაზრისით.
დედმიწაზე მართლმადიდებელი ეკლესიის გადარჩენაში არავის მიუძღვის მსოფლიო ისტორიაში ასეთი მასშტაბური წვლილი რამხელაც იოსებ სტალინს.
სტალინი იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საძულველი და ყველაზე საყვარელი, ღრმად პატივცემული და სასტიკად უგულველყოფილი სახელმწიფო მოღვაწე. საბჭოთა კავშირში არ არსებობდა მის მიმართ გულგრილი ადამიანი, ჰყავდა მხოლოდ მტრები ან ენთუზიასტები. ერცერთ მის თანამედროვეს არ დაუხატავს და საეჭვოა ვინმემ დახატოს სტალინის ზუსტი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პორტრეტი, რადგან სიკვდილის შემდეგაც კი მას არ ჰყავს მიუკერძოებელი თანამედროვე, მისი ფსიქოლოგიის გასაგებად, მისი მოქმედების შესაფასებლად, რუსეთისა და მსოფლიო ისტორიაში მისი ადგილის დასადგენად.
იოსებ სტალინი ყველაზე მაღლა აყენებდა და ყოველგვარი ეჭვის გამომრიცხავ ერთგულებას ამჟღავნებდა რუსეთის სახელმწიფოების მიმართ. სწორედ რუსეთი ენდო სტალინს თავის ხელში მოეყარა ისეთი ძალაუფლება, რომელიც მანამდე კაცობრიობის მთელს ისტორიაში ჯერ კიდევ არ ჰქონია ერთ პიროვნებას. სტალინის სწრაფვაში რუსეთის სახელმწიფოს განდიდების გზაზე არაფერი ყოფილა თვალთმაქცური. ის შეუძლებელს აკეთებდა ამ უდიდესი და მრისხანე სახელმწიფო მანქანის გაძლიერებისა და სრულყოფისათვის, ყველაფერი ეს სრულიადც არ კეთდებოდა იმისთვის, რომ სხვანაირად სტალინი ვერ იშორებდა არარუსობის კომპლექსს, ამ ერთგულებაში მას ქართველობა ხელსაც კი უწყობდა.
პარტიის ლიდერი, რომელიც თავის ისტორიულ მისიად აცხადებდა ყოველგვარი სახელმწიფო ხელისუფლების მოსპობას, ცნობდა მხოლოდ ერთ ღმერთს – სახელმწიფოს. რუსული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე რომანოვების მთელმა დინასტიამ, მაგრამ მას ძალაფლებაც მეტი ჰქონდა, ვიდრე რუსეთის ყველა მეფეს ერთად. თუ დღეს რუსეთი უძლიერესი თერმობირთვული სახელმწიფოა – ესეც მისი მოღვწეობის ნაყოფია.
პარტიამ სტალინი აქცია „აღმატებული თვისებების მქონე ზეადამიანად, რომელიც ზეადამიანური თვისებებით ღმერთს უახლოვდებოდა“, ასეთმა ადამიანმა ყველაფერი იცის, ყველას მაგიერ ფიქრობს, შეუძლია გაააკეთოს ყველაფერი ისე , რომ თავის მოქმედებაში უცოდველი დარჩეს… სტალინის შესახებ ასეთი წარმოდგენა მრავალი წლის მანძილზე ყალიბდებოდა… მან შექმნა „ხალხის მტრის“ კონცეფცია. ეს ტერმინი ავტომატურად გამორიცხავდა იდეოლოგიური შეცდომების მტკიცებათა აუცილებლობას. ეს იძლეოდა უსასტიკესი რეპრესიების გამოყენების საშუალებას, რომელიც არღვევდა რევოლოციური კანონების ყველა ნორმას ყველას წინააღმდეგ.“
აბდურახმან ავტორხანოვი
(რუსი ისტორიკოსი და მწერალი (1908–1997წწ.)
დღეს იოსებ სტალინის დაბადების დღეა
მოამზადა ნათია ბეგლარაშვილმა