Skip to content

ინტერვიუ 20 წლის ბიზნესმენ – იოანე ტაბატაძესთან

იოანე ტაბატაძე ოცი წლის ბიზნესმენია, ის ამ სფეროში უკვე სამი წელია ჩაბმულია და ნელ-ნელა ვითარდება.ამბობს, რომ მთავარია მონდომება და ყველაფერი თავისით გამოვა.

_ როდის დაიწყო თქვენი ბიზნესით დაინტერესება ?

აქტიური ბიზნესის კეთება 3 წელია რაც დავიწყე. ყოველთვის ვცდილობდი მქონოდა ჩემი შემოსავალი, თუმცა დამოუკიდებელი 17 წლიდან გავხდი .

_სანამ აქტიურად ჩაებმებოდი ამ საქმეში მანამდე …

ჩემი იდეებით ვეხმარებოდი ოჯახს სოფლის მეურნეობის საკითხში. 10 წლის ასაკში ჩემი იდეით დარგეს 200 ძირი ალუჩის ნერგი. დღესდღეობით კი ეს ალუჩები სეზონური შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ასევე რუსთავში მქონდა ღვინის ადგილზე მიტანის სერვისი. ამის შემდეგ სწავლამ და სპორტმა შემიშალა ხელი და სამწუხაროდ, მომიწია ბიზნესის დახურვა, მაგრამ როცა დრო ვიხელთე კვლავ დავიწყე მუშაობა და სათამაშოების მაღაზია გავხსენი. ვცდილობდი ყველაფერი მომეკლო, რადგან ჩემი ბიზნესი უფრო გამეფართოვებინა. შევიძინე მიწა რუსთავში კომერციული ფართისთვის და დავიწყე მაღაზიის შენება, რაშიც ნაწილობრივ ბაბუა მეხმარება, ნელ-ნელა ვვითარდები.

3

_გზადაგზა ბევრი დაბრკოლება შეგხვდებოდათ.

ზოგადად ძალიან ბევრი პრობლემაა, როცა ბიზნესთან შეხებაში მოდიხარ უფრო ბევრი რაღაცას ხედავ, გარდა იმისა, რაც გარედან ჩანს . დღესდღეისობით როდესაც ადამიანს სურს მცირე ბიზნესის დაწყება მას სჭირდება საწყისი კაპიტალი. ზოგს აქვს უმეტესობა კი მიმართავს სესხს. არ არსებობს ბიზნესზე მორგებული კრედიტი, მოკლედ რომ ვთქვათ ბევრი დაბრკოლება გხვდება ადამიანს, ყველა სფეროში, მთავარია ხელი არ ჩაიქნიო და არ თქვა ამისგან არაფერი გამოვაო. ყველაფერი უნდა გააკეთო რათა შენი ბიზნესი იყოს წარმატებული ერთ საქმეზე არ უნდა გაჩერდე მე დიდი გეგმები მაქვს შევეცდები წარმატებით განვარხორციელო

_ ალბათ, გექნება შენეული ბიზნესის გარემო, რომელშიც ისურვებდი საქმიანობას.

პირველ რიგში უნდა მოხდეს დაბალპროცენტიანი ბიზნესზე მორგებული სესხების გაცემა, რომელიც კონკრეტული ბიზნესგეგმით გაიცემა და სხვადასხვა დარგებზე იქნება მორგებული. კრედიტის აღებიდან უნდა იყოს გარკვეული დრო მეწარმე უნდა განთავისუფლდეს გადასახადისგან , რათა შეძლოს თავისი პროდუქციის რეალიზაციის დაწყება, პოპულარიზაცია, რეკლმირება .მეწარმეს უნდა გააჩნდეს შემოსავალი, რათა შესწევდეს უნარი სესხის გადახდისა. უნდა იყოს პრაქტიკული ჩაბმა სტუდენტების ბიზნეს სექტორში და მათი წახალისება, ბიზნეს გეგმის დაფინანსება, უნდა მოხდეს უშუალო კონტაქტი ბიზნესმენებთან , ბიზნესმენების გამოცდილებიდან ისწავლონ რაღაცები და არა თეორიით.

_ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ და უკვე ბევრი რამ იცი ბიზნესისი სამყაროზე. რას ემყარება შენო ცოდნა?

ჩემი ცოდნა ამ საკითხში ემყარება ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას. ყოველთვის ვცდილობდი კონტაქტში ვყოფილიყავი იმ ადამიანებთან ვისაც შეხება ჰქონდა ბიზნესთან. ვუსმენდი მათ პრობლემებს, გადაჭრის გზებს. თუ საშუალება მქონდა ვერთვებოდი ამ პრობლემის გადაჭრაში. ამ ყველაფერმა გამოცდილება შემძინა და ბრძოლის უნარიანი გამხადა. რომ არა ჩემი გამოცდილება, ძალიან გამიჭირდებოდა ბიზნესთან შეჭიდება, რადგან უნივერსიტეტში არ არის ისეთი გარემო, რაც შემდგომში შეგიქმნის პირობას გახდე ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი . სწავლობ ისეთ საგნებს, რომლებიც არაფრის მომცემია და დროს ტყუილად კარგავ.

2

კიდევ რაიმეს შემატებას ხომ არ აპირებ შენს მრავალპროფლიან ბიზნესს.

მალინის გაშენებას ვაპირებ. რაც მეტ შანსს მომცემს ვიყო წარმატებული და ის გეგმები განვახორციელო, რაც დღეს ჩემთვის მიუწვდომელია.

ესაუბრა: მარიამ ნებიერიძე.