Skip to content

ინტერვიუ ღმერთთან

“ერთხელ დამესიზმრა, თითქოს ინტერვიუს ვიღებდი ღმერთისგან . . .

– მაშ ასე, გინდა აიღო ინტერვიუ ჩემგან? – მკითხა ღმერთმა. – თუ დრო გაქვს. _ ვუთხარი მე. ( ღმერთს გაეღიმა ) – ჩემი დრო მარადისობაა. . . რა კითხვების დასმა გინდოდა ჩემთვის? – ყველაზე მეტად რა გაკვირვებს ადამიანში? და ღმერთმა მიპასუხა : – მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას, შემდეგ კი ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზე. . .

ისინი ფულის კეთებაში კარგავენ ჯანმრთელობას, შემდეგ კი ამ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობის აღდგენაში. . .

ისინი იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს, იმდენად, რომ არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში. . .

ისინი ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე, თითქოს არასდროს უცხოვრიათ. . . . ღმერთმა მომკიდა ხელი და ჩვენ ცოტა ხანი გავჩუმდით, მაშინ მე ვკითხე: – როგორც მშობელი, როგორ გაკვეთილს მოგვცემ შენს შვილებს? – იცოდნენ შეუძლებელია აიძულო ვინმე, რომ უყვარდე, მათ მხოლოდ შეუძლიათ იყვნენ სიყვარულის ღირსნი. . .

იცოდნენ, რომ ეს არ არის კარგი, შეადარო თავი სხვას. . .

ისწავლონ შენდობა. . . მუდმივი შენდობით.

გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანის გულის ტკენას, სულ რამდენიმე წამი სჭირდება, ამ ჭრილობის აღდგენას კი წლები. . .

დაე გაიგონ, რომ მდიდარი ის არ არის ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის ვისაც ცოტა აკმაყოფილებს. . .

ახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისინი უყვართ, უბრალოდ საკუთარი გრძნობის გამოხატვა ჯერ ვერ ისწავლეს. . .

გაათვითცნობიერონ, რომ ერთსა და იმავეს ორმა ადამიანმა შეიძლება შეხედოს, მაგრამ ხედავდნენ სხვა და სხვა ნაირად. . .

იცოდნენ, აპატიონ ერთმანეთს საკმარისი არ არის, ჯერ თუ საკუთარ თავს არ აპატიე. – მადლობელი ვარ დროის გამონახვისთვის _ რიდით მივმართე _ გადასცემ კიდევ რამეს შენს შვილებს? – ახსოვდეთ, რომ მე მათთვის ვარ . . . მარად!”

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ; ავტორი:ჯიმ ბრაუნი;

შენიშვნა: ბევრი ამ ტექსტს დალაი ლამას მიაწერს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იხილეთ წყაროები:

“An Interview With God” – I stand corrected…

https://cascadianwanderer.wordpress.com/2014/07/29/the-dalai-lama-is-jim-brown/