ინტელექტი – ეს არის საკუთარი „მე-ს“ შეცვლისა და სრულყოფის გზით, მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც შენ გინდა რამეს მიაღწიო, ან ოცნებობ რამის მიღებაზე, ზუსტად მაშინ იწყებს მუშაობას შენი ინტელექტი. სწორედ ინტელექტი განსაზღვრავს, რამდენად ასრულებადია შენი სურვილები, მიზნები, და რა უნდა გააკეთო მათ განსახორციელებლად. რამდენადაც შეგწევს ძალა ,თავი გაართვა შენ წინაშე წარმოქმნილ ამოცანებსა თუ პრობლემებს, ზუსტად იმდენად არის განვითარებული შენი გონება/ინტელექტი. გონება – ინტელექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც აუცილებელია ამოცანების გადასაჭრელად. ძლიერი ინტელექტის მუშაობის შედეგი – მატერიალური ყოფის შეცვლაა. მეცნიერები განასხვავებენ ინტელექტის 9 ტიპს:
ნატურალისტური ინტელექტი :
ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ბუნებისა და გარე სამყაროს წვდომის უნარი. მათ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი და საკმაოდ მგრძნობიარენი არიან სამყაროს “ჰარმონიული” და “არაჰარმონიული” მოვლენებისადმი. ისინი სწავლობენ გარემოში არსებული მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებასა და ცვლილებებს დროში. ისინი ,კარგად იცნობენ გარემოს და “შეშფოთებას” გამოთქვამენ იმ “მავნე” ზემოქმედების გამო, რომელსაც ადამიანი ახდენს ბუნებაზე. მათ გააჩნიათ “სამართლიანობის” გრძნობა. ეს ნიჭი შეიძლება კაცობრიობის ევოლუციის საჩუქრად ჩაითვალოს. დღესდღეობით, მსგავს ინტელექტს აქვს დიდი ძალა მრეწველობაშიც, მის გარეშე ვერ იქნები პროფესიონალი ბოტანიკოსი ან აგრონომი.
მუსიკალური ინტელექტი:
მუსიკალური ინტელექტი, როგორც უნარი და როგორც ნიჭი, საშუალებას იძლევა ეტაპობრივად და ხარისხიანად განაცალკევო ნაბიჯი, რიტმი,ტემპი.. ინტელექტის ეს ტიპი, საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ,შევქმნათ და დავუკრათ. მის გარეშე ვერ გავხდებით კომპოზიტორები, დირიჟორები, მუსიკოსები, ვოკალისტები და საერთოდ, დიდი მუსიკის მსმენელებიც კი. საყურადღებოა, რომ მხოლოდ ისეთი ინეტელექტის მქონე ადამიანები, რომლებიც იბადებიან მუსიკალურ ინელეტექტს + მიდრეკილება მათემატიკის მიმართ-ნიჭით, შუძლიათ გახდნენ დრამერები. ისინი, როგორც წესი, შესანიშნავად ახდენენ გარეგანი ხმების ფილტრაციას და აქვთ კარგად და სწრაფად კითხვის უნარი.
ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი:
ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრის, მათემატიკური და მეცნიერული პროცესების გაგების კარგი უნარი. მათ თავისუფლად შეუძლიათ რიცხვებით მანიპულირება, პრობლემების გადაწყვეტა, ანალიტიკური აზროვნება. ისინი კარგად ახერხებენ მონაცემების ინტერპრეტაციას, ცხრილების დალაგებას, აბსტრაქტულ კვლევას. ეს ინდივიდები , აკეთებენ კარგ პროექტებსა და კვლევებს,არიან კარგი მენეჯერები.მათ მოსწონთ სტრატეგიული თამაშები.
ეკზისტენციალური ინტელექტი:
ინტელექტი,რომელიც ინდივიდს ეხმარება ადამიანური არსებობისა და წარმომავლობის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემაში. მაგალითად, ასეთმა ადამიანებმა შეიძლება შემოგვთავაზონ რაიმე თეორია ცხოვრების ან უკვდავების შესაძლებლობის შესახებ ,ან თუ როგორ მოევლინა ადამიანი პლანეტა დედამიწას.
ინტრაპერსონალური ინტელექტი:
ამ ტიპის ინტელექტის მქონე ინდივიდებს ,აქვთ საკუთარი თავის შეცნობის, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის პროცესის მართვის უნარი. ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს, კარგად ხვდებიან, რა სურთ და ცდილობენ თავიანთი მიზნების განხორციელებას. ეს ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული ცოდნის სწორად გამოყენებაში. ასეთი ტიპის ადამიანებს, უყვართ მარტო და დამოუკიდებლად მუშაობა. ისინი ყველაზე კარგად “მარტო” სწავლობენ.
სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი:
ამ ინტელექტის ფლობით,შესაძლებელია ფიზიკური ობიექტების მართვა,ასევე სხვა და სხვა ფიზიოლოგიური უნარების გამოყენება. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს, აქვთ სხეულის მართვის, მისი მოძრაობების გაკონტროლებისა და შეცვლის კარგი უნარი. ეხერხებათ ფიზიკური აქტივობები. ისინი ,ყველაზე კარგად “კეთების” პროცესში, ანუ აქტიური სწავლებით, მოძრაობებით და სამუშაოს ხელით შესრულების დროს სწავლობენ.
ლინგვისტური ინტელექტი:
ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს გააჩნიათ მეტყველების კარგი უნარი. შეუძლიათ კითხვა, წერა, მეტყველება. არსებობს პროფესიები, რომლებიც მოითხოვს ამ უნარ-ჩვევებს. ენისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს საუბრის დროს უყვართ მეტაფორების, იუმორისტული გამონათქვამების ხმარება. მათ, აგრეთვე, უყვართ სიტყვებით თამაში, ენის გასატეხები, ანეკდოტები და ა.შ. ის ადამიანები, რომლებშიც ძლიერადაა განვითარებული ეს ინტელექტი, გამორჩეულები არიან სკოლაშიც, რადგან შეუძლიათ აზრის ნათლად გამოხატვა როგორც ზეპირად, ისე წერილობით,ასევე ,მარტივად ითვისებენ უცხო ენებს .
ინტერპერსონალური -პირადი ინტელექტი:
საინტერპერსონალური / პირადი ინტელექტი საშუალებას გაძლევთ, კარგად შეიცნოთ ჯერ საკუთარი თავი და შემდგომ საკუთარი აზრები და გრძნობები, აგრეთვე, ინტელექტის ეს ტიპი საშუალებას იძლევა , ჯანსაღად შეაფასოთ პირადი შესაძლებლობები და კარგად დაგეგმოთ ხარჯები. აშკარაა, რომ ასეთი ადამიანები არიან კარგი ფსიქოლოგები.
ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი:
ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ვიზუალური (მხედველობით მოცემული) სამყაროს ზუსტი აღქმისა და ვიზუალური გამოცდილების გამოყენების კარგი უნარი. ისინი ყველაზე კარგად სწავლობენ ვიზუალური წარმოდგენების (ხატი, ფერები, სურათები, გრაფიკული ნახატები) საშუალებით და იყენებენ მათ ხელოვნების დარგში სხვა და სხვა საქმიანობების დროს. მეზღვაურები, მფრინავები,ხელოვანები-სწორედ ამ პროფესიის მქონე ადამიანები არიან სივრცულ-ვიზუალური დაჯილდოვებულნი.მათ უყვართ ლაბირინთები და გამოცანები, შეუძლიათ სათობით ისხდნენ ნახატის წინ.