Skip to content

ივან ბუნინის „ცივი შემოდგომა“

ივან ბუნინი, რუსი მწერალი და მისი გამორჩეულად რომანტიკული მოთხრობა „ცივი შემოდგომა“.   ტრაგედია ქალისა, რომელიც ცხოვრებამ ეკლიან გზაზე ატარა და ბოლოს საყვარელი ქმარიც წაართვა.

მწერალი საოცარი სიყვარულის ისტორიის თანამონაწილეს გვხდის, ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ უფრო ვრწმუნდებით, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს, ის არ კვდება , პირიქით, უფრო ძლიერდება. . .

გთავაზობთ ამონარიდს მოთხრობიდან:

„შეხედე, რა სხვანაირად, როგორ შემოდგომურად არის ფანჯრები განათებული. ცოცხალი თუ დავრჩი, ეს შემოდგმის საღამო არასდროს დამავიწყდება … და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მითხრა, ვთქვათ, მომკლეს, მალე ხომ არ დამივიწყებ?

ვაი, თუ მართლა მოკლან, ნუთუ მართლა მალე დავივიწყებ, ადამიანი ხომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ივიწყებსმეთქი, გავიფიქრე და ჩემი ფიქრების შემეშინდა.

შეშინებულმა სასწრაფოდ ვუპასუხე, არა, შენს სიკვდილს ვეე გადავიტანმეთქი. . .

რა ვქნა, თუ მომკლეს, შენ აქ იხარე, ბოლოს კი ჩემთან წამოდი, მე იქ დაგელოდები…

იგი, ერთი თვის შემდეგ გალიციაში მოკლეს, და აი, მას შემდეგ გაიარა ოცდაათმა წელიწადმა, ცხოვრებამ სად არ მატარა, ბოლოს ერთ ადგილას დავფუძნდი, აი, ასე გადავიტანე მისი სიკვდილი, თუმცა მაშინ ძალიან შევიცხადე ,შენს სიკვდილს ვერ გადავიტანმეთქი.

და აი, როცა ჩემი ცხოვრების გარდასულ დღეებს გავიხსენებ, როცა საკუთარ თავს შევეკითხები,მაინც რა იყო ჩემს ცხოვრებაში კარგი და მოსაგონებელი, მხოლოდ შემოდგომის ის ცივი საღამო მახსენდება, როცა მითხარი, მე თუ მომკლეს, რა ვუყოთ, შენ აქ იხარე, მერე კი ჩემთან წამოდი… აი, მე ვიცხოვრე, დავტკბი ამ ცხოვრებით, ახლა კი მალე წამოვალ შენთან…

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ