ერთ სოფელში ღარიბი ახალგაზრდა ცხოვრობდა, რომელსაც სულს იქით არაფერი გააჩნდა, ძალიან დარდობდა ასეთი ღარიბი და უქონელი რომ იყო . იფიქრა , იფიქრა და გადაწყვიტა ბრძენთან მისულიყო და ეკითხა, რატომ იყო ასეთი ღარიბი და როგორ შეიძლებოდა რომ გამდიდრებულიყო. მართლაც ასე მოიქცა და წავიდა ბრძენთან ჭკუის საკითხავად. ბრძენმა მოუსმინა და უთხრა: მე შემიძლია შენ გაგამდიდრო, როგორ?-გაუკვირდა ყმაწვილს.
მოიჭერი შენი ერთი ხელი , თუნდაც მარცხენა და მე შენ 100 ოქროს მოგცემ, რას ამბობ – შეშფოთდა ვაჟი ხელი როგორ უნდა მოვიჭრა, მერე რა ერთი ხელი ხომ დაგრჩება-უპასუხა ბრძენმა. თუ ორივე ხელს მოიჭრი 300 ოქროს მოგცემ, ეს დიდი ფულია და მუშაობაც აღარ დაგჭირდება, ვაჟი ძალიან გაბრაზდა-მე ჩემს ხელებს არანაირ ფასად არ მოვიჭრი, უპასუხა ბრძენს. კარგი ფეხი მოიჭერი და 100 ოქროს მოგცემ-ჩააცივდა მოხუცი, ვაჟი გაბრაზდა 100 ოქროდ ჩემი ფეხის ნეკსაც არ მოგცემ, უპასუხა გაბრაზებულმა,მოხუცმა ბრძენმა გაიღიმა და უთხრა: ხედავ ჭაბუკო, რა სიმდიდრის პატრონი ხარ, შენ ორი ხელი, ორი ფეხი და კიდევ თავი გაქვს, რომელიც გაცილებით ძვირია, ვიდრე შენი კიდურები, საწუწუნოც არაფერი გაქვს, შენ ძალიან მდიდარი ხარ, უბრალოდ შენი სიმდიდრის გამოყენება უნდა ისწავლო, იშრომე ორივე ხელით, იარე ორივე ფეხით, იაზროვნე თავით და სიმდიდრე აუცილებლად მოვა.
გამომგზავნი: ლეილა ტიტვინიძე