Skip to content

ზენის ოსტატი საუბრობს სიკვდილისა და სიცოცხლის ძალის შესახებ და ხაზს უსვამს ზენის 2 მნიშვნელოვან პრინციპს

ზენის ოსტატი სეუნგ სანი ესაუბრება თავის 7 წლის ქალიშვილს გიტას, რომელიც კემბრიჯის ზენის ცენტრში მისი ერთ-ერთი მოსწავლე იყო.

გიტა დანაღვიანებული იყო,რადგან მისი კატა, სახელად კეტზი, გარდაიცვალა ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ. კატის სიკვდილის შემდეგ ბავშვი ოსტატთან მივიდა და ახსნა-განმარტება სთხოვა:

“რა დაემართა კეტზის? სად წავიდა?

სეუნგ სანმა კითხვაზე კითხვით უპასუხა შვილს, “შენ საიდან მოხვედი?”

“დედის მუცლიდან.”

“დედაშენი საიდან გაჩნდა?” გიტა გაჩუმდა.

სეუნგ სანმა განაგრძო, “ამქვეყნად ყველაფერი ერთი ადგილიდან მოდის. ეს ადგილი საკონდიტრო ქარხანას ჰგავს. იქ მრავალი სახის ნამცხვარი კეთდება – ლომები, ვეფხვები, სპილოები, ადამიანები.. მათ ყველას სხვადასხვა ფორმა და სახელი აქვთ, მაგრამ ყველა ერთი ცომისგან არის გამომცხვარი და ერთი გემო აქვთ. ასე რომ, ყველაფერი რასაც ხედავ – კატა, ადამიანი, მზე, ხე, თუ ეს ოთახი – ყველაფერი სინამდვილეში ერთი და იგივეა.”

“და რას წარმოადგენენ ისინი?”

“ადამიანები სხვადასხვა სახელებს არქმევენ მათ, თუმცა მათ სახელი არ გააჩნიათ. როდესაც ფიქრობ ყველა საგანს განსხვავებული სახელი და ფორმა აქვს, თუმცა როცა ფიქრს წყვეტ ყველა მათგანი ერთნაირია. არ არსებობს სიტყვები მათთვის. ადამიანები თავად ქმნიან სიტყვებს. კატა არასდროს ამბობს “ მე კატა ვარ”, ადამიანები იძახიან “ეს კატაა.” მზე არ ამბობს “ჩემი სახელია მზეა”, ადამიანები ამბობენ “ეს მზეა”.

“ანუ როცა ვინმე გკითხავს, “ეს რა არისო? , როგორ უპასუხებ?”

“სიტყვები არ უნდა გამოვიყენო.”

სეუნგ სანმა თქვა, “ძალიან კარგია! სიტყვებით არ უნდა აღწერო. ასე რომ როდესაც გკითხავენ, “რა არისო ბუდა?”, რას უპასუხებ?”

გიტა ჩუმად იყო.

სეუნგ სანმა განაგრძო, “ახლა შენ მკითხე.”

“რა არის ბუდა?”

“სეუნგ სანმა მიწას ფეხი დაჰკრა.”

გიტას გაეცინა.

“რა არის ღმერთი?”

გიტამაც ფეხი დაჰკრა მიწას.

“დედაშენი ვინაა?”

გიტამ ისევ დაჰკრა ფეხი მიწას.

“შენ ვინ ხარ?”

გიტამ კვლავ დაჰკრა ფეხი მიწას.

ძალიან კარგი! ამ სამყაროში ყველაფერი ამისგან შედგება. შენ, ბუდა და ღმერთი, დედაშენი და მთელი სამყარო ერთია!”

გიტას გაეღიმა.

სეუნგ სანმა განაგრძო, “კიდევ გაქვს რაიმე კითხვა?”

“შენ ისევ არ მითხარი,სად გაქრა კეტზი.”

სეუნგ სანი დაიხარა, ბავშვს თვალებში ჩახედა და უთხრა: “შენ უკვე იცი.”

გიტამ მაგრად დაჰკრა მიწას ფეხი, შემდეგ კი გაეცინა.

“თუმცა ასე, რასაკვირველია, არ ვუპასუხებ სკოლაში მასწავლებლებს.” – დაამატა მან და ისევ გაეღიმა.

ზენის პრაქტიკას დიდი რწმენა და მხნეობა სჭირდება.

რა არის რწმენა? დიდი რწმენა ნიშნავს გონების ერთი მიზნისკენ მიმართვას, ნებისმიერ შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება. ეს ძალიან ჰგავს ქათმის მაგალითს, რომელიც კვერცხზე ზის. ის მას არავითარ შემთხვევაში არ შორდება, რადგან იცის, თუ ასე მოიქცევა, ახალი სიცოცხლე არ დაიბადება. ზენის აზროვნება თავისთავში გულისხმობს საკუთარი თავის რწმენას ყველგან და ყოველთვის.

დიდი მხნეობა, გულისხმობს მთელი ენერგიის ერთ წერტილში კონცენტრაციას. ეს ძალიან ჰგავს თაგვზე მონადირე კატის მაგალითს.  შეიძლება თაგვი სოროში მიამალა, მაგრამ კატა მას საათების განმავლობაში ელოდება გაუძრევლად. ზენის გონება გულისხმობს ყველა ფიქრის უარყოფას და მთელი ენერგიის ერთ ადგილზე მიმართვას.