ვიკიპედიის განმარტებით სიზარმაცე მუშაობის, მოქმედების, საქმის კეთების სურვილის ნაკლებობა. ამავე განმარტებას ეხმიანება პოლიტკორექტირების ლექსიკონიც, სადაც ნათქვამია, რომ “ზარმაცი ადამიანი არის არასაკმარისი მოტივაციის მქონე პიროვნება”.
არსებობს სიზარმაცის ორი ძირითადი გამოვლინება: აპათია და გაჭიანურება. აპათიის დროს ადამიანს არაფრის კეთება არ სურს და მოტივაციის ყველაზე დაბალი გამოვლინებით ხასიათდება.
გაჭიანურება კი მჭიდროდაა დაკავშირებული აპათიასთან. ზოგადად ადამიანი, რომელიც აჭიანურებს რაიმე საქმის გაკეთებას, თავს უფრო დაძაბულად გრძნობს. სიზარმაცეს იწვევს: თვითშეფასების დაბალი დონე, ზედმეტი თავდაჯერებულობა, იმედისა და რწმენის ნაკლებობა და არამარტო. როგორც ამბობენ, ეს არის შეგრძნება, რომელსაც ადამიანი ყველაზე მეტად ეჩვევა.
ადამიანის სიზარმაცეს აქვს როგორც სულიერი ასევე ბიოლოგიური მიზეზები .სულიერ სიზარმაცეს განსაზღვრავს ჩვენი დამოკიდებულება კონკრეტული საქმის მიმართ ”მოგვიანებით გავაკეთებ” ეს ფრაზა ალბათ ყველას ბევრჯერ გამოუყენებია, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ეს “მოგვიანებით” ე.წ “deadline”-წინა ღამე ან საათებია. ბიოლოგიურ სიზარმაცეს კი ადამიანში იწვევს ამბიციის ნაკლებობა, როცა ადამიანი არ არის დაინტერესებული აკეთოს ის, რაც განვითარებაში დაეხმარება, ან სამომავლოდ გამოადგება.
რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს და ავიმაღლოთ მოტივაცია:
1.შეხედეთ ყველაფერს პოზიტიურად
ერთ-ერთი მიზეზი რაც ქმნის სიზარმაცეს ისაა, რომ ყველაფერს რთულად ვუყურებთ და ძნელად მისაღწევი გვეჩვენება.
2.იფიქრეთ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ გააკეთებთ კონკრეტულ საქმეს.
ზარმაცი ხალხი ყოველთვის ფიქრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა იმუშაოს. იმაზე ფიქრი კი თუ მომავალში რა შესაძლებლობებს გპირდება შენს მიერ გადადგმული ნაბიჯი და მიღებული გადაწყვეტილება, ადამიანში მოტივაციის დონეს ამაღლებს.
3.იპოვნეთ პარტნიორები.
პარტნიორები გვეხმარებიან თავი დავახწიოთ სიზარმაცეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაცია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოტივაცია, რომელიც გარედან მოდის.
4.გამოიწვიეთ საკუთარი თავი.
შეძლებთ კი გააკეთოთ? სხვას თუ შეუძლია თქვენ რატომ ვერ შეძლებთ?
5. დააკვირდით სხვის წარმატებას.
ცნობილია, რომ როცა ადამიანი აკვირდება სხვის წარმატებას, მეტად მოტივირებული ხდება. იპოვნეთ წარმატებული ადამიანი თქვენს სფეროში და ეცადეთ მისი წარმატება თქვენს მოტივაციად და ამბიციად აქციოთ.