Skip to content

სკოლის დირექტორის 21 ქმედება,რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე

ყველას ვინც ზოგადი განათლების საკითხებით არის დაინტერესებული, აქვს აქტიური შეხება სკოლებთან, ალბათ, ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ როგორ ახდენს სკოლის დირექტორი სწავლის ხარისხზე გავლენას.( დირექტორის კონკრეტულად რა ქმედება აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე) ამ კითხვაზე ყველაზე ამომწურავი პასუხი გასცა რობერტ ჯ. მარზანომ 2005 წელს, წიგნში „School Leadership That Works“ წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს სკოლის დირექტორებისთვის, სთავაზობს მათ რჩევებს, როგორ გადაჭრან ყოველდღიური პრობლემები. წიგნი შედგება შვიდი თავისგან, თუმცა ჩვენ ვთარგმნეთ მეოთხე თავი, სადაც ჩამოწერილია ის 21 ქმედება, რითაც სკოლის ლიდერი უშუალოდ ახდენს გავლენას მოსწავლეთა მიღწევებზე.

სკოლის მმართველის 21 პასუხისმგებლობა

1. აღიარება – აღიარებს და აფასებს წარმატებას და აცნობიერებს წარუმატებლობას. ეს ნიშნავს, რომ სკოლის ხელმძღვანელებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ თავიანთი სკოლის წარმატებები და წარუმატებლობები. ერთ -ერთი მთავარი პრობლემა სკოლის მმართველისთვის არის, ის რომ ხშირად უფრო უადვილდებათ წარმატების აღიარება, ვიდრე წარუმატებლობის. დირექტორის მხრიდან ამ ქმედების გამოხატვის მაგალითს წარმოადგენს, როცა ის აჯილდოვებს წარმატებულ პედაგოგებს, ან მოსწავლეებს და ასევე ხმამაღლა აცხადებს, რომ სკოლამ რაიმე გარკვეულ მიმართულებაში დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

2. ცვლილებების აგენტი – მზად არის გამოწვევებისთვის და მუდმივად სურს შეცვალოს სტატუს ქვო. უცხო არ არის სკოლისთვის, ან სხვა რომელიმე ორგანიზაციისთვის მიდრეკილება, რომ წლების მანძილზე შეინარჩუნონ გარკვეული პრაქტიკა, თუნდაც მოძველებული, იმიტომ, რომ ეს სულ ასე იყო. ცვლილებების აგენტი ლიდერი გულისხმობს არსებული პარადიგმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და სტატუს ქვოს შეცვლისთვის მოქმედებას, რამაც შესაძლოა დროებით შეარყიოს წონასწორობა და გარკვეული პირების გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს. ეფექტურ ლიდერს აქვს უნარი „შეაწუხოს“ თანამშრომლები ისე, რომ მიიღოს სასურველი შედეგი. ცვლილების აგენტი დირექტორის მაგალითია, როცა სკოლის ლიდერი სვამს ასეთ შეკითხვას: ჩვენი საშინაო დავალებების პოლიტიკა ნამდვილად ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში? ასევე, როცა სვამს ასეთ კითხავს: ჩვენ მემგონი ზედმეტად თვითკმაყოფილნი ვხდებით რას არ ვაკეთებთ სწორად ?

3. წამახალისებელი – ცნობს აღიარებს და აჯილდოვებს იდივიდუალურ წარმატებებს. დირექტორმა უნდა გამოიყენოს წახალისება თანამშრომელთა კარგი მუშაობისთვის და მიღწეული შედეგებისთვის, გამოიყენოს წახალისების კრიტერიუმად ის, თუ როგორ მუშაობს ვინმე, ნაცვლად სამუშაო სტაჟისა. ამ ქმედების მაგალითია, როცა დირექტორი უხდის მადლობას საჯაროდ პედაგოგს, რომელიც გაკვეთილების შემდეგაც რჩებოდა და ამეცადინებდა მოსწავლეებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

4. კომუნიკაცია – აყალიბებს ძლიერ კავშირებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და საკუთარ თავს შორის. ქმნის სიახლოვეს საერთო მიზნების მისაღწევად . არის ადვილად მისაწვდობი მასწავლებლებისთვის. ამ ქმედების მაგალითია, როცა სკოლის დირექტორი ჯდება პედაგოგებთან არაფორმალურ გარემოში, უსმენს მათ, იგებს თუ რა აწუხებთ, ასევე, როცა მათთან ერთად განიხილავს ყველა სკოლისთვის მნიშველოვან საკითხს.

5. კულტურა – ხელს უწყობს საერთო ღირებულებების, რწმენის გრძნობების განვითარებას მოსწავლეებსა და პადაგოგებში. ხელს უწყობს თანამშრომელთა შეთანხმებულ მოქმედებას, ასევე იმას გააზრებას, თუ რა არის მათი მიზანი და როგორი უნდა იყოს მათი სკოლა. აღნიშნული ქმედების მაგალითია, როცა სკოლის დირექტორი თათბირზე შეაქებს პედაგოგებს, რომლებიც ერთად მუშაობენ რაიმე პრობლემის გადასაჭრელად, ასვე მსჯელობს მათთან ერთად, თუ როგორ ჩამოაყალიბონ სკოლის ახალი მისია და მიზნები.

6.დისციპლინა – დირექტორის ერთ- ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა დაიცვას პედაგოგი უდროო ხელისშეშლისგან. დირექტორები დადებითად ფასდებიან უმეტესწილად იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ მათ დაიცვან მასწავლებელი გარე და შიდა ხელის შეშლისგან. ამ ქმედების მაგალითია, როცა დირექტორი სასტიკად უკრძალავს გარეშე პირებს საგაკვეთილო პროცესზე შესვლას, ასევე ამუშავებს გონივრულ პოლიტიკას იმ მოსწავლეთა მიმართ, ვინც ხელს უშლიან პედაგოგს გაკვეთილის დროს.

7.მოქნილობა – ნიშნავს იმას, რომ ლიდერი თავის ქცევას უსადაგებს არსებულ სიტუაციას, იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს, სხვადასხვა სიტუაციაში: ზოგჯერ მომთხოვნია – მბრძანებელი, ზოგჯერ არა, როგორც სიტუაციას სჭირდება. იღებს განხვავებულ აზრებს, ხელს უწყობს ინდივიდების ინიციატივებს. ამ ქმედების მაგალითია, როცა სკოლის დირექტორი ერთ მომენტში პირდაპირ ჩაერევა რომელიმე კათედრის შიდა საკითხში და მოახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე, რადგან იცის რომ ამ გადაწვეტილებას სხვა კათედრებისთვის ნეგატიური შედეგები მოჰყვება. მეორე სიტუაციაში თავს შეიკავებს თავისი აზრის გამოთქმისგან ახალი სახელმძღვანალოს დაშვებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პედაგოგები ამას თავის პასუხისმგებლობად მიიჩნევენ.

8. ფოკუსირება – ზოგჯერ სკოლების პრობლემა არის არა ის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ცვლილებელბს, არამედ ის, რომ ცვლილებებს იღებენ უკრიტიკოდ, ფრაგმენტულად. კარგი ლიდერი აცნობიერებს , რომ ესა თუ ის ცვლილება უნდა ემსახურებოდეს ნათელ მიზანს, რომელიც მიმართულია გაუმჯობესებისკენ. ზემოთქმულიდან გამომდინარე ფიკუსირება ეხება სიტუაციას, როცა სკოლის ლიდერი სახავს მიზნებს და მოქმედებს ამ მიზნების შესაბამისად. დირექტორის მხრიდან ამ პასუხიმგებლობის ეფექტურად ასრულების შემთხვევაში სკოლა თავიდან აირიდებს უამრავი რესურსის და ენერგიის დახარჯვას ისეთ რეფორმებზე, რომლებიც რეალურად არაფრის მომტანია. ამ ქმედების მაგალითია, როცა დირექტორი თათბირზე უსახავს მიზნებს პედაგოგებს, რომ მოსწავლეთა 65 პროცენტმა უნდა მიაღწიოს მათემატიკის ტესტებში საშუალოზე მაღალ მაჩვენებელს.

9. იდეალები- ადამიანები ავლენენ შესაძლებლობების მაქსიმუმს, როცა სჯერათ, იმის რასაც აკეთებენ. მენეჯერებს ვინც არ მოქმედებს რწმენით, იდეალით და მხოლოდ საქმის მეთოდოლოგიაში ერკვევა უწოდებენ საჭურისებს. სკოლის მმართველს უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა და რწმენა სწავლა- სწავლების პროცესზე და მას უნდა უზიარებდეს თანამშრობლებს და მათაც შინაგანად უნდა სწამდეთ, რომ ლიდერის ხედვა სწორია. ლიდერი აუცილებლად ამ რწმენის შესაბამისად თანმიმდევრულად უნდა მოქმედებდეს. ამ ქმედების მაგალითია, როცა სკოლის მმართველი სასკოლო წლის დასაწყისში კრებს პედაგოგებს და ეუბნება, რომ სკოლამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ მოსწავლეებს, რომლებიც ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან არიან ეს ყველაფერი მათი სკოლისთვისაა პირველ რიგში აუცილებელი.

10. წვლილი – ეს არის სტილი, როცა მმარველი აქტიურად რთავს ყველა პედაგოგს მნიშველოვანი გადაწყვეტილების ჩამოყალიბების და განხორციელების პროცეში. სკოლის ეფექტურობა არის პირდაპირ პროპორციული იმის თუ რა დოზით მონაწილეობენ პედაგოგები ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების, განხორცილებისა და მიმართულების განსაზღვრის პროცესში. ასეთი ქმედების მაგალითია, როცა დირექტორი თათბირზე დასვამს რაიმე საკითხს და სთხოვს პედაგოგებს უთხრან თავიანთი მოსაზრებები , როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა. ასევე როცა დადგამს ყუთს , სადაც ყველას შეუძლია მოსაზრების გამოთქმა ანონიმურად.

11. ინტელექტუალური სტიმულის მიცემა -ღრმა ცვილებები მოითხოვს ღრმა ცოდნას. ინტელექუალური სტიმულირება არის სიტუაცია, როცა სკოლის მმრთველი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ თანამშრომლები ეცნობიან თანამედროვე კვლევებს და თეორიებს კარგი სასკოლო პრაქტიკის შესახებ. ასევე აწყობს დისკუსიებს აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით, იმაზე თუ როგორ შეიძლება თეორიების დანერგვა მათ სკოლაში. ამ ქმედების მაგალითია, როცა სკოლის დირექტორი იწვევს მომხსენებელს, რომელიც პადაგოგებს გააცნოს ესა თუ ის კვლევა და მის შედეგები.

12. სასკოლო გეგმის შედგენაში და შეფასებაში ჩართვა – ეს ეხება სიტუაციას, როცა სკოლის მმართველი უშუალოდ არის ჩართული სასწავლო გეგმის შედგენაში, განხორციელებასა და შეფასებაში. საკლასო ოთახის დონეზე ეხმარება პედაგოგებს და აძლევს მათ კომპეტენტურ ინსტუქციებს. მოსწავლეთა შეფასების გაკვეთილის დაგეგმვის და ასე შემდეგ. ამ ქმედების მაგალითია, როცა დირექტორი რეგულარულად ხვდება პედაგოგებს, განიხილავს სემესტული ტესტების დროდარდო შეცვლის საკითხს.

13. შეფასების სქემების ცოდნა -იმისათვის, რომ დირექტორის ჩართულობა შეფასებებსა და ინსტრუქციებში იყოს ეფექტური, მმართველი აუცილებლად უნდა იცნობდეს საუკეთესო პრაქტიკას. ამისთვის კარგი იქნება თუ დირექტორები თვეში ერთხელ შეხვდებიან მრგვალ მაგიდაზე და ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს. ამ ქმედების მაგალითია, როცა დირექტორი კითხულობს კვლევებს, ან ესწრება სემინარს სწავლების ახალ მეთოდებზე .

14.მონიტორინგი – უამრავი კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ ყველაზე ძლიერი კომპონენტი, რაც მიღწევის ზრდას უწყობს ხელს ეს არის უკუკავშირი. ეს პრაქტიკა გულისხმობს, რომ სკოლის ლიდერი მუდმივად უნდა ამოწმებდეს დანერგილი პრაქტიკის ავკარგიანობასა და ეფექტურობას. იგებდეს თუ რა გავლენა აქვს ამას მოსწავლეთა მოღწევებზე. ამ ქმედების მაგალითია, როცა სკოლის დირექტორი შექმნის უკუკავშირის კარგ სისტემას კითხვარების მეშვეობით და სისტემატურად განიხილავს ამ კითხვარებს და ითვალისწინებს მოსწავლეების მოსაზრებებს ანონიმურობის დაცვით. აანალიზებს რამდენად აღწევს სკოლა დასახულ მიზნებს.

15. ოპტიმისტურური მუხტის შემტანი – მმართველის ერთ- ერთი ფუნქციაა შესაფერის მომენტში შექმნას ოპტიმისტური ემოციური ფონი, რათა ახალი ენერგია შთაბეროს თანამშრომლებს, ეს მუხტი განსაკუთრებით საჭიროა, როცა სკოლაში რთული ცვლილებებია გასატარებელი.

16. წესრიგი – ეხება სიტუაციას, როცა სკოლის დირექტორი ნათლად განსაზღვრავს წესებს მოსწავლეებისთვის და მასწავლებელთათვის. ამ ქმედების მაგალითია, როცა მმართველი ადგენს განრიგს, როდის ვინ უნდა გამოიყენის ქსეროქსის აპარატი.

17.ურთიერთობა უბანთან – სკოლა არ არის კუნძული, ეს ნიშნავს, რომ სკოლის მმართველი უნდა იყოს დამცველი და სპიკერი სკოლის ყველა ბენეფიციარისთვის. მზად უნდა იყოს ჰქონდეს ურთიერთობა სკოლის გარეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პოლიციასთან, მედიასთან და ასე შემდეგ. ამ ქმედების მაგალითია, როცა სკოლის მმართველი რეგულარურად ეცნობა უბნის საკრებულოს მიერ მიღებულ კანონებს და უზრუნველყოფს სკოლის შესაბამისობას ამ კანონებთან.

18. პროფესიული ურთიერთობა – ეს ეხება სიტუაციას, როცა სკოლის მმართველმა იცის ურთიერთობის ფასი პედაგოგებთან, იცნობს მათ კარგად, პიროვნულად იცის მათი ინდივიდუალური საჭიროებები და აღნიშნავს მნიშვნელოვან მოვლენას პედაგოგების ცხოვრებაში. ამ ქმედების მაგალითია, როცა დირექტორი დაბადების დღეს მიულოცავს პედაგოგს .

19. რესურსები – სკოლის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლები შესაბამისი მეტერიალურ -ტექნიკური რესურსებით, რაც აუცლილებელია იმისთვის, რომ პედაგოგმა კარგად აღასრულოს თავისი მოვალეობა, ასევე პროფესიული განვითარების შესაძლებლობით . ამ ქმედების მაგალითია, როცა სკოლის დირექტორი თვეში ერთხელ ხვდება თანამშრომლებს და ეკითხება მათ რა მასალები სჭირდებათ.

20. სიტუაციის ცოდნა – ეს გულისხმობს დეტალების ცოდნას, იმის თუ როგორ ფუნქციონორებს სკოლა. ის სწორად უნდა ხვდებოდეს სიტუაციას და უმალ ამჩნევდეს იმას, რაც კარგად არ მიდის და უარესდება. უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სკოლაში არსებული არაფორმალური ჯგუფებისა თანამშრომელთა შორის ურთიერთობის შესახებ და უნდა იცოდეს წინასწარ, თუ რა უთანხმოებას შეიძლება წააწყდეს . ამ ქმედების მაგალითია, როცა ის ხვდება პედაგოგთა იმ ჯგუფს, რომლებიც მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან.

21.ხილვადობა– ეს გულისხმობს, რომ სკოლის მმართველს უნდა ჰქონდეს აქტიური ურთიერთობა მშობლებთან, მოსწავლეებთან, ხშირად უნდა სტუმრობდეს საგაკვეთილო პროცესს. ამ ქმედების მაგალითია, როცა მმართველი ესწრება რაიმე სპორტულ შეჯიბრს, სადაც ამ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.