– ცუდად ხართ? – მკითხა სასწრაფოს თანამშრომელმა.
– დიახ – მივუგე მე მშვიდი ტონით და უხერხულად შევიშმუშნე.
– რა გჭირთ?
– ათიოდე წუთის წინ თავბრუ დამეხვა, გული მიმდიოდა, მეზობელთან შევედი, წნევა გამიზომა და 230-120-ზე მქონდა – უხერხულად გავიღიმე და შემრცხვა კიდეც ასეთი მაღალი ციფრები რომ ვთქვი.
– 230-120-ზე? დარწმუნებული ხართ,რომ საზომი აპარატი გაფუჭებული არ იყო? – შემცბარმა დამიბრუნა კითხვა თანამშრომელმა და გულმოდგინედ ამათვალ-ჩამათვალიერა.
– არა მგონია, შეგიძლიათ თავად გამიზომოთ – ვუპასუხე მშვიდად.
– რამდენი წლის ხართ? – მკითხა მან და თან საზომი აპარატი გაამზადა.
– 24-ის – მივუგე მე და მკლავიც გავუწოდე.
საზომმა 190-100ზე დააფიქსირა. შემცბარმა ექიმმა ძლიერი დამამშვიდებელი და წნევის წამალი მომცა და ნახევარ საათში ციფრები ნორმების ფარგლებში მოექცა.
პირველმა ექიმმა,რომელთანაც მივედი ყველაზე სწორი დიაგნოზი დამისვა: ძილის რეჟიმის დარღვევა, ძლიერი ნერვული დაძაბულობა და სტრესი – ბოლოს კი ძილის პრობლემის მოსაგვარებელი წამალი და არტერიული წნევის რეგულატორი დამინიშნა.
მე კმაყოფილი დავრჩი შედეგებით, თუმცა იყვნენ ადამიანები (დედაჩემი, ახლო-ნათევასები და მეგობრები, ვინც ფიქრობდნენ,რომ შეიძლება სხვა მიზეზით ყოფილიყო გამოწვეული ჩემი ავადმყოფობა ) – ამიტომაც უფრო იმის ხათრით, რომ მათ არ ენერვიულათ დავთანხმდი და გამოკვლევებზე წავედი.
კლინიკას შეგნებულად არ დავასახელებ. პირველად თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის ექოსკოპიაზე მივედი.
გამოკვლევა სასიამოვნო გარეგნობის მომღიმარმა ქალბატონმა ჩამიტარა.მანაც გაიკვირვა როდესაც ჩემი შემთხვევის შესახებ მოვუყევი და თანაც ისიც დასძინა,რომ ნერვული აშლილობისა არაფერი მეტყობოდა, რადგან რამოდენიმე ხანშიშესულ ადამიანს ღიმილით დავუთმე ჩემი რიგი, მიუხედავად იმისა,რომ მადლობაც არ გადაუხდიათ.
ექოსკოპიამ რასაკვირველია არაფერი აჩვენა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მქონდა. დასასრულს ექიმმა მირჩია,რომ ენდოკრინოგთანაც მივსულიყავი. მეც დავთანხმდი.
ენდოკრინოგი იგივე კლინიკაში. საკმაოდ პრაქტიკული ადამიანი ჩანდა, ჯერ ჩეკი გამომაწერინა შემდეგ კი შემოწმებაც დაიწყო.
(ეს ის ნაწილია რის გამოც ამ ისტორიას გიყვებით, ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ იმ ნაწილზე,რომელიც მნიშვნელოვანია)
ფარისებრი ჯირკვალი გამისინჯა, ექოსკოპიაზე გამგზავნა და რაკი ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, ცივი ტონით გამიგრძელა საუბარი:
– აი, ეს ანალიზები მჭირდება შენგან – მითხრა მან.
ჩამონათვალში რამოდენიმე სახის ანალიზი და შემოწმება ეწერა.
-სისხლისა და შარდის ანალიზები ახლახანს გავიკეთე,ერთი კვირაც არაა. გულ-სისძარღვთა სისტემა, თირკმელი და ნაღვლის ბუშტიც გამოკვლეული მაქვს – ვუთხარი მე მშვიდად.
– მე ახალი ანალიზები და გამოკვლევები მჭირდება – მითხრა მან და ხმაზე შევატყვე,რომ აშკარად არ მოეწონა ჩემი პასუხი.
– ანალიზებს ამავე სართულზე იბარებენ, რიგში დადექი და დაელოდე – განაგრძო თვითდაჯერებული ტონით. კარდიოგრამა კი გვერდით ოთახშია. შეიძლება მუცლის ღრუს გაშუქებაც დაგვჭირდეს, მე-4 სართულზე უნდა ახვიდეთ.
– მოდით ჯერ გაგსინჯავთ, ნაჭამი ხართ?
– კი ნაჭამი ვარ – ვუპასუხე მე.
– არაუშავს – თქვა მან და ექიმმა სკამზე დამსვა, შემდეგ კი მუცლის გვერდით მხარეს მაგრამ ჩამაჭირა ხელები.
– გტკივათ? – მკითხა მან.
– არა, არ მტკივა – ვიცრუე მე.
ახლა მეორე მხარეს დამაჭირა ხელი – ოღონდ უფრო მაგრად. გტკივათ?
– კი, ცოტათი – აღარ გამომივიდა ტყუილი.
აბა ხე ხომ არ ვარ ასეთი ძალით თითის დაჭერა რომ არ მეტკინოს? – ვფიქრობდი გულში. სიმართლე გითხრათ მკვდარსაც კი დააყვირებდა.
– ასეც ვფიქრობდი – შემაწყვეტინა მან ფიქრი.
– და რას ფიქრობდით – კითხვა დავუბრუნე მე.
-მუცლის ღრუც უნდა გავაშუქოთ – მითხრა მან დამარწმუნებელი სახით.
– ნეტავ რა ამის საქმეა მუცლის ღრუ? – გავიფიქრე მე. ენდოკრინოგია, თუ ქირურგი.
– ახლა არ მაქვს ამ ანალიზების ფული – თავი დავისაწყლე და კვლავ ვიცრუე.
აშკარად არ მოელოდა ამგვარ პასუხს.
– მაშინც შეეცადე ერთი კვირის განმავლობაში მაინც გაიკეთო და თუ ვერ მოახერხებ ჯანდაბას, ის ძველი ანალიზები მომიტანე. ეს ანალიზები კი უნდა აუცილებლად გაიკეთო,რათა სწორი ენდოკრინოგიური მკურნალობა დაგინიშნო – მითხრა მან და ფურცელზე რაღაცის ჩამოწერას შეუდგა.
სხვათაშორის, როგორც უკვე გითხარით ძველი სრულებითაც არაა – ისევ გავუმეორე მე ნიშნისმოგებით და მანაც მომაწოდა ჩასატარებელი “ენდ-გამოკვლევების სია”.
საბოლოოდ კი ცივად დავემშვიდობე და წამოვედი. და რატომ გიყვებით ამ ყველაფერს:
გამოკვლევები საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა და ალბათ იმასაც მიხვდით, თუ ასე რატომ მაძალებდა ექიმი, რომ ამდენი ანალიზები და გამოკვლევები ჩამეტარებინა. მე რასაკვირველია არ დავუჯერე, თუმცა ალბათ ძალიან საინტერესოა ასეთი ადამიანების ფსიქოლოგია?! შეიძლება კი ადამიანი ექიმი იყოს და სხვას მკურნალობდეს, როცა თავად სამკურნალოა??? ნუთუ ამქვეყნად ფულის გარდა სხვა ფასეულობა არ არსებობს მათთვის?