ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მადლიერების გამოხატვა ადამიანის საერთო ბედნიერების განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ჩატარდა ქვემოთ მოცემული არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი.
ექსპერიმენტში რამოდენიმე მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მათ სთხოვდნენ აღეწერათ ადამიანი, რომელსაც ყველასგან გამოარჩევდნენ და რომელმაც უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე. აღწერის შემდეგ ორგანიზატორებმა მოულოდნელად სთხოვეს მონაწილეებს, რომ დაერეკათ ამ ადამიანებისთვის და წაეკითხათ ის, რაც მათ შესახებ დაწერეს.
თუ როგორ და რა შედეგებით დასრულდა, ეს ძალიან საინტერესო და თბილი ექსპერიმენტი, თავად იხილეთ.