საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები, რომელიც ბოლოს დროს საქართველოში ტარდება (TIMSS. PIRLSI.PISA) ცხადჰყობს, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი, აუცილებელ საბაზისო უნარების მინიმუმს ვერ ფლობს. მოსწავლეებმა არ იციან, როგორ ისწავლონ სწორად.
მოზარდის განათლების პროცესის წარმართვაზე, უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია ოჯახი და სკოლა. საერთაშორისო კვლევების დიდი ნაწილი, განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სწორედ აქ – ეძებს.
დღეს, მსოფლიო იმდენად დიდი ინფორამაციის მატარებელია, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ ისწავლოს სწორად. მოსწავლე იქნება, სტუდენტი თუ ზრდასრული ადამიანი, აუცილებელია, იპოვნოს ეფექტური სწავლების გასაღები, რომელიც დაეხმარება მას, უმრავი მასალიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შეითვისოს. სწავლების პროცესის გაადვილების მიზნით,მეცადინეობის ტექნიკა გამოიმუშაოს.
მსოფლიოში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ მშობლის ჩართულობა, მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში, ერთ-ერთი გასაღებია მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. მშობლები ბავშვის ქცევაზე, ადრეულ ასაკში უდიდეს ზეგავლენას ახდენენ, როგორც გაცნობიერებულად ასევე გაუცნობიერებლად. რაც უფრო მეტადაა მშობელი ჩართული, შვილის სასწავლო პროეცესში, მით უფრო ადვილად ხდება ამ ბავშვის სოციალიზიაცია და განვითარება. ბავშვი, სწორედ მშობლის დახმარებით და შესაბამისი გარემოს მოწყობით, იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა, სწავლების სწორი გზის მისაგნებად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლის და სკოლის როლი. მოსწავლე დაწყებითი ასაკიდან უნდა მიეჩვიოს სწორად სწავლას. დიდი მასალიდან, ყველაზე მნიშვნელოვანის დამახსოვრებას.
ჟურნალი TIME-ში გამოქვეყნებული კენტის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, პროფესორის ასკელ ვილიამსს ( Askell-Williams ) თავის სტატიაში, კარგად აქვს აღწერილი, თუ როგორ, ვიპოვოთ სწავლების ეფექტურ გასაღები. მისი თქმით, სკოლებში და ოჯახში ყურადღება არ მახვილდება მოსწავლეების წვრთნაზე, თუ როგორ მივიდნენ ისინი შინაარსის სწავლამდე. რა უნარ-ჩვევები სჭირდებათ, რომ აამაღლონ ეფექტური სწავლების მეთოდები. პროფესორის თქმით: კვლევებმა გამოარკვია, რომ მოსწავლეები დიდად განსხვავდებიან იმით, რა იციან იმის შესახებ თუ როგორ ისწავლონ. ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებმა უჩვენეს „აშკარა დეფიციტი“ თავის კოგნიტურ მეტაკოგნიტურ სტრატეგიებში, რომელიც წინამძღვარია ეფექტური სწავლების. ასეთ მოსწავლეებს აუცილებელია ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ დავალება. ასკელ ვილიამსი გვთავაზობს სტრატეგიების ჩამონათვალს. მასწვალებელი იქნება ეს თუ მშობელი, რომელიც ბავშვს შემდეგ კითხვებს დაუსვამს მიხვდება, რამდენად ეფექტიანია მოსწავლის სწავლის პროცესი. შემდეგი სტარტგიები გამოყენებულია საერთასორისო PISA კვლევაშიც. ასკელ ვილიამსმა და მისმა კოლეგებმა გამოარკვიეს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც ამ სტრატეგიებიდან ცოტას იყენებენ უძნელდებათ საშინაო დავალების შესრულება. სტრატეგიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მეცადინეობისას ვხატავ სურათებს და დიაგრამებს, რაც მეხმარება ამ საგნის გაგებაში;
მეცადინეობისას ვადგენ შეკითხვებს, იმ კონკრეტულ საგანზე, რაშიც ვმეცადინეობ და შემდეგ ვცდილო ვუპასუხო კითხვებს;
როდესაც რაიმე ახალს ვსწავლობ, რომელიმე საგანში, ვფიქრობ იმაზე რაც უკვე ვიცი ამ საგანზე;
სხვებთან ერთად განვიხილავ, რასაც ამ საგნში ვაკეთებ (მაგალითად: მშობლებთან მეგობრებთან ან მასწავლებლთან);
ვვარჯიშობ (ვმეცადინეობ) ერთიდაიმავეზე. მანამდე სანამ, კარგად არ დავიმახსოვრებ;
ვამოწმებ საკუთარ თავს, გავიგე თუ არა, ესა თუ ის მასალა;
თუ ვერ გავიგე რაღაც, ვუბრუნდები უკან და ახლიდან ვსწავლობ;
რაც კარგად ვერ დავიმახსოვრე, ვაკეთებ ჩანაწერებს, რათა შემდგომ მივუბრუნდე და გავიხსენო;
როდესაც დავასრულებ მეცადინეობას, ვისვენებ შემდგე კი, კვლავ ვუბრუნდები საგანს, რათა გადავამოწმო საკუთარი ცოდნა;
საგნების სწავლისას, დროს რაციონალურად ვანაწილებ;
საგნის მეცადინეობის დაწყებამდე, ვგეგმავ, როგორი აქტივობები შევასრულო.
გამოკვლევის მეორე ნაწილში, მათ ჩამოაყალიბეს შეკითხვები მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, რომელიც მოსწავლეს ბიძგს მისცემს.
– რა არის შენი დღევანდელი გაკვეთილის თემა?
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი ამ გაკვეთილში?
– რა იცი უკვე ამ თემის(საკითხის) ირგვლივ?
– რას შეგიძლია დაუკავშირო ეს მასლა?
– რას გააკეთებ მთავარი აზრის დასამახსოვრებლად?
– არის რაიმე გაუგებარი ამ თემის ირგვლივ?
მშობელმა ყოველდღიურად უნდა გაიგოს თავის შვილის პროგრესი, მასთან ერთდ იმეცადინოს და რეგულარულად ისაუბროს შვილთან სწავლაზე. თუ მშობელი ვერ ფლობს შესაბიმის კომპენტეციას, მაგალითად არ აქვს განათლება, შვილს ვერ ეხმარება გაკვეთილის მომზადებაში, სკოლამ ამ შემხვევაში თავის თავზე უფრო მეტი უნდა აიღოს და დააბალანსოს განათლების სიღარიბით გამოწვეული სოცილური უთანასწორობა.
ნატო ქურციკაშვილი