Skip to content

ეს შენი ცხოვრებაა

ეს შენი ცხოვრებაა. აკეთე ის, რაც გიყვარს და ხშირად აკეთე.

თუ რაღაც არ მოგწონს, შეცვალე. თუ არ მოგწონს შენი სამსახური, მიატოვე.

თუ საკმარისი დრო არ გაქვს, შეწყვიტე ტელევიზორის ყურება.

თუ შენი ცხოვრების სიყვარულს ეძებ, შეჩერდი; ის თავად დაგელოდება, როცა იმის კეთებას დაიწყებ, რაც გიყვარს.

შეწყვიტე მუდმივი ანალიზი, ცხოვრება მარტივია. ყველა ემოცია მშვენიერია.

როდესაც ჭამ, დააფასე ყოველი უკანასკნელი ლუკმა.

გახსენი გონება, ხელები და გული ახალი ადამიანებისა და საგნებისათვის, ჩვენ ჩვენი განსხვავებები გვაერთიანებს.

შეეკითხე სხვას, რა არის მისი მისწრაფება და შენც გაუზიარე ოცნებები, რომლითაც შთაგონებული ხარ.

ხშირად იმოგზაურე. ზოგჯერ როცა გზას ვკარგავთ, საკუთარ თავსაც ვპოულობთ.

ზოგიერთი შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მოდის, გამოიყენეთ ისინი.

ცხოვრებაში მთავარია რამდენ ადამიანს შეხვდი და რა შექმენი მათთან ერთად, ასე რომ გადით გარეთ და დაიწყეთ შექმნა.

იცხოვრეთ თქვენი ოცნებით, აისრულეთ მისწრაფებები. ცხოვრება ხანმოკლეა.

ტექსტის ავტორი უცნობია