ჩემო კარგებო,
ჩემმა ძვირფასმა და ჭკვიანმა ქალიშვილმა რეიჩელმა მთხოვა, ცხოვრებისეული რჩევები მომეცა თქვენთვის. წერილის წერას, 2012 წლის 8 აპრილს, ვიწყებ – დღეს 72 წელი შემისრულდა.
1.თითოეული თქვენგანი ღვთის საჩუქარია თქვენი ოჯახისა და მთელი სამყაროსთვის. მუდამ გახსოვდეთ ეს და ყველაზე მეტად მაშინ, როცა ეჭვისა და იმედგაცრუების ქარი შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში.
2. ნურაფრის ნუ გეშინიათ.თამამად მისდიეთ თქვენს ოცნებებს, რა მნიშვნელობა აქვს როგორი “განსხვავებული” და რთული ეჩვენებათ ისინი სხვებს. ბევრი ადამიანი მხოლოდ სხვის აზრის გამო არ აკეთებს იმას რაც სურს. გახსოვდეთ, თუ ადამიანი გაჭირვებაში არ გიდგათ მხარში, მისი აზრი გასათვალისწინებელი არაა. თავიდან აირიდეთ ეს სულმოწამლული პესიმისტები, რომლებიც ისმენენ თქვენს ოცნებებს და შემდეგ გეუბნებიან: “დიახ, მაგრამ რა მოხდება თუ..” გახსოვდეთ, რომ “თუ”-ს დაძლევის ერთადერთი გზა მოქმედებააა. და ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში შეიძლება შეგემთხვას ისაა, რომ უკან მოიხედო და თქვა: “მე შემეძლო გამეკეთებინა, მე შემეძლო მქონოდა, მე უნდა მქონოდა”. გასწიეთ რისკი. დაუშვით შეცდომები.
3. ამქვეყნად ყველა ადამიანი ჩვეულებრივია. ზოგი შეიძლება ძვირფას ტანსაცმელს ატარებს,დიდ სახელსა და ძალას (დროებით) და სურდეს იფიქროთ, რომ ის სხვებზე მაღლა დგას. ნუ დაუჯერებთ მათ. მათაც მსგავსი ეჭვები, შიში,იმედები და ოცნებები აქვთ.ისინიც სხვებივით ჭამენ, სვამენ, იძინებენ და ისვენებენ. პატივი ეცით ძალაუფლებას, თუმცა დაფიქრდით როგორ აკეთებთ ამას.
4. ჩამოწერეთ რა გსურთ გააკეთოთ. იმოგზაურეთ, ისწავლეთ, შეიძინეთ ახალი თვისებები, ისწავლეთ ახალი ენები და შეხვდით ძვირფას ადამიანებს. ეცადეთ რაც შეიძლება გრძელი სია გქონდეთ. ნუ იტყვით “ხვალ გავაკეთებ” (ან შემდეგ თვეს და წელს). ეს საუკეთესო გზაა, რომ ვერაფერიც ვერ გააკეთოთ. არ არსებობს ხვალინდელი დღე, არც იმაზე უკეთესი დრო არსებობს, ვიდრე ახლაა.
5. იყავით კეთილი. გადით გარეთ და დაეხმარეთ ადამიანებს: უპოვრებს, სუსტებსა და ბავშვებს. ყველა ადამიანი თავის ტკივილს ატარებს და ყველას თანაგრძნობა სჭირდება.
6. ნუ შეუერთდებით ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ იბრძოლოთ. ომი ბოროტებაა. ომს ბოროტი ადამიანები იწყებენ, რომლებიც აიძულებენ და აბრიყვებენ ახალგაზრდებს,რომ სძულეთ და ერთმანეთი მოკლან. ომში ბევრი უდაშაულო ადამიანი იღუპება და თუ იგი ასეთი კარგი და წმინდა საქმეა, მაშინ რატომ არის რომ ის ლიდერები, რომლებიც მას იწყენებენ წინა ხაზზე არ იბრძვიან?
7. რაც შეიძლება ბევრი იკითხეთ.წიგნები სიბძნისა და შთაგონების წყარონი არიან.
8. იყავით გულმართალნი.
9. იმოგზაურეთ. ყოველთვის მაგრამ უფრო ხშირად როდესაც ახალგაზრდები ხართ. ნუ დაელოდებით საკმარის ფულს, ანდა ხელსაყრელ შემთხვევას. ასეთი რამ არასდროს ხდება ცხოვრებაში.
10. აირჩიეთ პროფესია რომელიც გიყვართ. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ სამუშაო აუცილებლად სასიამოვნო უნდა იყოს. ნუ იმუშავებთ მხოლოდ ფულის გულისთვის.
11.ყოველთვის შეუსრულეთ დანაპირები ბავშვებს. იმას ნუ დაპირდებით, რაც არ შეგიძლიათ. ბავშვები სიმართლეს იმსახურებენ – აუსრულეთ მოლოდინი სიყვარულითა და სიკეთით.
12.არასოდეს უთხრათ ვინმეს, რომ გიყვართ თუ ეს ასე არაა.
13. იცხოვრეთ ბუნებასთან ჰარმონიაში. შეიყვარეთ ტყე, ხეები, მთები და ზღვები.
14. ხშირად ჩაეხუტეთ ადამიანებს რომლებიც გიყვართ და უთხარით, თუ როგორ აფასებთ მათ, ნუ დაელოდებით წამს, რომელიც უკვე გვიან იქნება.
15. იყავით მადლიერი. არსებობს ერთი ირლანდიური გამოთქმა, რომელიც გვეუბნება: “ეს არის დღე, რომელიც აღარასდროს განმეორდება”. ეცადეთ ყოველი დღე ასე გაატაროთ..
ავტორი: ჯეიმს ფლანაგანი, ირლანდიელი პოეტი
თარგმანი: თემო ბერიშვილი