ერთი ძველი ებრაული იგავის თანახმად მეფე სოლომონმა მოიფიქრა ფრაზა, რომელსაც შეეძლო სედვიანი ადამიანისათვის ბედნიერა მიენიჭებინა და პირიქით, ბედნიერი ადამიანი სევდიანად ექცია.
“ესეც ჩაივლის“ , ეს იყო ფრაზა, რომელსაც შეეძლო ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ზემოქმედება მოეხდინა ადამიანზე.
ფრაზა გვეუბნება, რომ ცხოვრება ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა და ეს ცვლილებები ხშირად ჩვენში ისეთ ნეგატიურ გრძნობებს იწვევენ როგორიცაა : სევდა,ტკივილი და მწუხარება… ვიცი, ასეთ დროს რთულია შეინარჩუნო ობიექტურობა და იმედი, თუმცა ეს ფრაზა გვახსენებს, რომ ჩვენი მდგომარეობა შეიცვლება და რომ ეს ტკივილი და ტანჯვა მუდმივად არ გაგრძელდება …
ეს იმედს ბადებს…
როდესაც ყველაფერი კარგადაა და ცხოვრებაც ჩვეულებრივ,წყნარ და ბედნიერ რიტმში მიედინება, ფრაზა გვახსენებს, რომ ყველაფერი წარმავალია და არც ჩვენი ბედნიერება გაგრძელდება მუდმივად… შეიძლება მოცემულ შემთხვევაში ეს ფრაზა არცთუ ისე სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდეს, მაგრამ იგი გვეხმარება დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენი სიხარულის თითოეულ ნამცეცს, ბედნიერების თითოეულ წამს და სანამ დრო გვაქვს ვისიამოვნოთ ამით…