Skip to content

ესეების კონკურსი ფულადი ჯილდოებით

ესეების კონკურსიგზა კეთილდღეობისაკენ“
კონკურსანტთა მიერ ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი.
კონკურსის პრემიები:
1 ადგილი: 200 ლარი;
2 ადგილი: 150 ლარი;
3 ადგილი: 100 ლარი.
კონკურსის ორგანიზატორი: სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი www.4motivi.com

ფინანსური მხარდამჭერი: მეწარმე – შოთა ურიადმყოფელი

ესეების თემატიკა:
1. მეწარმის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში;
· 2.მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში;
· 3.მე დავიბადე ლიდერად.
კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვებულის გამოვლენის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც თვლის, რომ ზემოაღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე მათგანზე შეუძლია ეფექტიანი თემის დაწერა(არაუმეტს wordის დოკუმნეტის 2 გვერდისა acadnusx-ის 12-იანი შრიფტით)
ესეები 22 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] . ესეების გამოგზავნის ვადის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში www.4motivi.com-ის ხელმძღვანელობა გამოავლენს 15 ფინალისტ ავტორს, რომელთა თემები განთავსდება www.4motivi.com -ზე.
ესეების ბლოგზე განთავსებიდან 10 დღის შემდეგ გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები, რომელთა ვინაობა გადაწყდება მკითხველის მიერ, ანუ გამარჯვებულები გამოვლინდება facebook–ის like-თა რაოდენობის საშუალებით. თითოეულ ფინალისტს შეეძლება გამოიყენოს მეგობრების პირადი წრე საკუთარი თემის პოპულარიზებისა და გამარჯვებისათვის.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე FACEBOOK.COM/4MOTIVI
4motivi.com წარმატებას უსურვებს კონკურსის თითოეულ მონაწილეს !